ხელოვნება ცნობიერების ერთ-ერთი სფეროა, რომლიც სინამდვილეს მხატვრულად ასახავს. ხელოვნება გარკვეულ ინფორმაციას გადასცემს საზოგადოებას. მისი შინაარსობრივი გადმოცამა, ხელწერა განსხვავდება რელიგიის, მეცნიერების, ფილოსოფიის ნაშრომებისაგან. ხელოვნების ნაწარმოების კონკრეტული ამბავი ახალ აზრს იძენს და მოთხრობილი იდეის გამოვლენად იქცევა. ხელოვნების ნაწარმოებში გადმოცემული შინაარსი გარკვეულ მიმართულებას აძლევს ჩვენს ფანტაზიას. ის ცდება ვიწრო საზღვრებს და სამყაროს უღრმეს შრეებს ეხება რაც ნაწარმოებში მოცემული ერთ კონკრეტულ სიუჟეტად არის დაპროგრამებული.

   ხელოვნება არსებობს მხატვრულ ქმნილებათა სახით (არქეტექტურა, სასულიერო ფერწერა, მუსიკა, ლიტერატურა, კინო და სხვა). მხატვრულ ქმნილებას დავინახავთ, მოვისმენთ. იგი გრძნობად-რეალური ელემენტებისაგან შედგება, ამიტომ ესთეტიკაში გავრცელებულია აზრი, რომ აქვს ფერი, ფორმა, ხმა. მშვენიერების აღქმის ორგანოებია კი თვალი და ყური, მაგრამ ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი მარტო დანახულით და მოსმენილით არ ამოიწურება. ამგვარად, ხელოვნების ნაწარმოებები შედგება ერთმანეთისაგან ნათლად გამოსარჩევი გრძნობადი და ზეგრძნობადი (არაგრძნობადი) ფენებისაგან.

    ხელოვნების შინაარსი მშვენიერია, ამაღლებული, ტრაგიკული, კომიკური, ან ერთდროულად ტრაგიკულიც და კომიკურიც, ამიტომ ხელოვნების შინაარსი უდიდესი ემოციური ზემოქმედების ძალისაა, რადგანაც იგი ჩვენი საზოგადოების ინტერესებს შეესატყვისება.

   ხელოვნების შინაარსის ელემენტებს შეადგენს უპირველეს ყოვლისა მიკრო (ადამიანი) და მაკრო (სამყარო) ფაქტები. მასში შვენთვის ცნობილი რეალური სინამდვილეა ასახული. ესთეტიკაში არსებობს აზრი, რომ ხელოვნება ბაძავს, ასახავს სინამდვილეს. მხატვრული ლიტერეატურა კი არა მარტო ბაძავს სინამდვილეს, არამედ გარკვეულ ცოდნას შეიცავს ხშირად ამა თუ იმ საზოგადოებრივ მოვლენისა და ზოგჯერ ბუნების ფაქტების შესახებაც. ამ ასპექტით ხელოვნება მეცნიერებას ჰგავს. ხელოვნება ხელახლა წარმოქმნის ადამიანისათვის საინტერესო ცხოვრებისეულ მოვლენას, გვიხსნის და აფასებს მათ. თუ დაუკვირდებით ხელოვნების შინაარსს, ადვილად დავრწმუნდებით, რომ მასში გამოხატულია არა მარტო ის, რაც არის, არამედ იგი ქმნის კიდეც, ამიტომაც ხელოვნება შემოქმედებაა. ხელოვნება ახალ კომპოზიციებს ქმნის, იგი რეალურ საგნებსა და მოვლენებს წარმოსახვით სამყაროსთან ჰარმონიულად აკავშირებს და ქმნის საოცრად ამაღლებულ შემოქმედებით სტილს.

   ხელოვნების ისტორიაში სხვადასხვა ეპოქას (ანტიკური, შუასაუკუნეების, აღორძინებისა და ..) განსხვავებული გადმოცემა ახასიათებდა (იხილეთ აგრეთვე არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოხელოვნება, აგრეთვე მუსიკის, ქორეოგრაფიისარქიტექტურასა და სახვით ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურულ მემკვიდრეობაში. საქართველოს მიწა-წყალზე დარჩენილია  სხვადასხვა დანიშნულბის ათასობით ნაგებობების ნაშთი - საცხოვრებელი, თავდაცვითი, საკულტო, სამარხი, სამეურნეო და უტილიტარული შენობები კედლის მხატვრობისა და მოზაიკის, ხელნაწერთა, ფრესკული, დეკორატიული ქანდაკების, ოქრომჭედლობის, მინანქრების, ხეზე კვეთილობის, ქსოვილებისა და ნაქრგების, ლითონისა და კერამიკული ჭურჭლის გამოყენებითი ხელოვნება და სხვა სახეობათა ღირსშესანიშნავი ნიმუშები.

Hosted by uCoz