საქართველოს საბჭოთა არქიტექტურა

და სახვითი ხელოვნება

 

    საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი წლებიდანვე არქიტექტორებისა და მშენებლების წინაშე დადგა  დიდი სოციალური მნიშვნელობის ამოცანები. ქართულ-საბჭოთა არქიტექტურამ განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო: 1. ეტაპი (1921-30 -ის დასაწყისი) დაემთხვა I ხუთწლედის პერიოდს, ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციას. აშენდა რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული და სამრეწველო ნაგებობა - ზაჰესი, რიონჰესი და სხვა. დაიდგა მწერალთა რამდენიმე ძეგლი თბილისში, ქუთაისში. აიგო სამკურნალო დაწესებულებები კურორტებზე.

   უკვე საგრძნობი გახდა ადგილობრივი არქიტექტურის კადრების სიმცირე, ამიტომ ჯერ თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა არქიტექტურის განყოფილება (1928 წლიდან გადაეცა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს), ხოლო შემდეგ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1922. მაისიდან) არქიტექტურის ფაკუტეტი.

  აღნიშნული პერიოდის შემოქმედებით ცხოვრებაში საყურადღებო იყო ერთის მხრივ, კონსტრუქტივიზმის გავლენა  და მეორეს მხრივ ძიებები მემკვიდრეობის ათვისების მხრივ.

  2. ეტაპი (1931-იანი წლების შუა ხანა, 1950-იანი წლების პირველი ნახევარი) მოიცავს  უფრო დიდ პერიოდს. “ეს არის სოციალური საზოგადოების აშენებისა და განმტკიცების”, II მსოფლიო ომის, ომის შემდგომი სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების ხუთწლობის ხანა. ეს ეტაპი იყოფა ორ პერიოდად: სამამულო ომის დმთავრებამდე და შემდეგ.

  აღნიშნული ეტაპის დასაწყისში ატქიტექტორთა დამფუძნებელ პირველ ყრილობაზე შეიქმნა საქართველოს არქეტექტორთა კავშირი. ჩატარდა აგრეთვე რამდენიმე საინტერესო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც გამოცდილმა ოსტატებმა ისე ახალგაზრდობამ. შედგა თბილისის განაშენიანებისა და რეკონსრტუქციის გენერალური გეგმის პირველი პროექტი (1932-34წწ. ავტორები ატქიტექტორები: . გოგავა, . ქურდიანი და სხვები), აგრეთვე ქუთაისის, ცხინვალის, გირის, სოხუმისა და სხვა ქარხნების, ზოგიერთი კურორტის გეგმები.

  დიდმა სამამულო ომმა დროებით შეაფერხა ქართული საბჭოთა არქიტექტურის განვითარება. ამ წლებში დაიწყო მნიშვნელოვანი ჰესების, რკინიგზის ახალი ხაზების, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხნების, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის და სხვათა მშენებლობა. დიდი ყურადთება მიექცა სამრეწველო ობიექტების არქიტექტურას, საქარხნო-საფაბრიკო ტერიტორიების კეთილმოწყობას, გამწვანებას.

    30-იან წლებში კოლხეთის ჭაობის ამოშრობის დაწყებასთან დაკავშირებით, დაპროექტდა და აშენდა რამდენიმე დასახლება. ამის შემდგომ წლებში ინტენსიურად გაშენდა ახალი დიდი დასახლებები შავი ზღვის სანაპიროზე.

  აღნიშნულ ეტაპზე შენობის მხატვრული სახის გადასაწყვეტად იყენებდნენ ქართული არქიტექტურის დეტალებსა და კომპოზიციურ ხერხებს ან კლასიკურ ორდერს და დეტალებს. ეროვნულ არქიტექტურის მემკვიდრეობის, შემოქმედებითად ათვისების დადებითი ცდაა თბილისში საქართველოს მთავრობის სახლის, მთაწმინდის პლატოზე ფუნიკულიორის ზედა სადგურის, “დინამოს სტადიონის, ყოფილი ზოოვეტის ინსტიტუტის (რეკონსტრუქცია, 1953; . რევიშვილი), ჭიათურაში . წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის (რეკონსტრუქცია, 1950; . ჩხეიძე, . ჩხიკვაძის მონაწილეობით) და სხვათა ნაგებობათა არქიტექტურა.

   ბოლო ორი ათეული წლის არქიტექტურის  პრაქტიკაში გვხვდება რელიეფის მხატვრულ-ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით გამოყენების ან ქალაქის ბუნებრივი სილუეტის გამდიდრების რამდენიმე ცდა, ცალკე აღმართული მაღლივი შენობისა (სასტუმროივერია”), ტერასულად განლაგებული დიდი საცხოვრებელი კომპლექსის (თბილისი, დასახლებაშატილი”), ან განცალკევებული სკულპტურის საშუალებით. ფართო გაქანებას პოულობს ისტორიული პიროვნებებისა და მოვლენებისადმი მიძღვნილი ან სამამულო ომში დაღუპულ გმირთა ყკვდავსაყოფად მონუმენტების, მემორიალური კომპლექსების მშენებლობა: თბილისში - “ქართლის დედა” (1958; მოქანდაკე . ამაშუკელი), ვახტანგ გორგასლის (1967; მოქანდაკე . ამაშუკელი, არქიტექტორები . კანდელაკი, . მორბედაძე), დავით გურამიშვილის (1965; მოქანდაკე . ბერძენიშვილი), ვაჟა-ფშაველას (1973; მოქანდაკე . ოჩიაური; არქიტექტირები - . კიკნაძე, მიქაშავიძე), გალაკტიონ ტაბიძის (1980; მოქანდაკე . მიქატაძე, არქირექტორი . ჯიბლაძე) ძეგლები; გარკვეული მიღწევებია სამრეწველო ნაგებობების დაპროექტებასა და მშენებლობაში.

      ამ პერიოდში ხელოვნების დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა ქართული გრაფიკა, განვითარდა მისი თითქმის ყველა დარგი. 1920-იან წლებში ქართული გრაფიკის განვითარებას დიდიად შიუწყო ხელი  . ახვლედიანის, . გუდიაშვილის, . კაკაბაძის, . ძნელაძის შემოქმედებამ. ამავე წლებში ჩამოყალიბდა ქართული გრაფიკის ახალი დარგი - პოლიტიკური პლაკატი; ქვეყნდებოდა სოციალური და საყოფაცხოვრებო კარიკატურებიც. გამოვიდა აგრეთვე რამდენიმე ილუსტრირებული საბავშვო წიგნი. წიგნის გრაფიკის დარგში მუშაობდნენ: . თოიძე, . გუდიაშვილ, . ქუთათელაძე, . გაბაშვილი, . ახვლედიანი და სხვები.

   1920-იან წლებში ჩამოყალიბდა ქართული თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნება, რომლის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა . მარჯანიშვილისა და . ახმეტელის  რეჟისორულ მოღვაწეობას.

   1950-იანი წლების შუა ხანა ქართულ სახვით ხელოვნებაში გარდატეხის პერიოდი იყო. ხელოვნების შემდგომი განვითარების პროგრამა განსაზღვრა ცხოვრების მოვლენების ფართო და მრავალმხრივი ასახვის ამოცანამ; დაიწყო გამომხატველობის მეტყველი ხერხების ძიება, რაც ეროვნული ხელოვნების მდიდარი ტრადიციების გამოყენებას უკავშირდებოდა. გაიზარდა ინტერესი ხალხური ხელოვნებისადმი. ქართულ მხატვართა რიგებს ამ პერიოდში შეემატა ახალი ძალები. შეიქმნა ჩვენი ეპოქის მოვლენათა მრავალფეროვნების ამსახველი ნიმუშები.

   ქართული გამოყენებითი ხელოვნების წარმატებები დაკავშირებულია ჭედური ხელოვნების გნვითარებასთან, რომელსაც დასაბამი მიეცა 50-იან წლებიდან. ამ დარგში დიდი დამსახურება მიუძღვის . ოჩიაურს, მან პირველმა დაიწყო მუშაობა ჭედურ ხელოვნებაში.

   1950-იან წლების ბოლოდან განსაკუთრებით წარმატებით განვითარდა წიგნის ილუსტრაცია, პლაკატი, თეატრალუტი აფიშა, სატირული ნახატი, ლინოგრავიულა და ლითოგრაფიის სხვადასხვა სახეობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა წიგნის გაფორმების ოსტატობაც: რუსთაველის საიუბილეო გამოცემა (. ქობულაძე, . ცუცქირიძე, . იანქოშვილი; 1966), იაკობ ცურტაველის წამება წმინდისა შუშანიკისი” (. ცუცქირიძე, . ხაბაძე, . ნიჟარაძე, . ბერძენიშვილი, . წერეთელი; 1979) და სხვა.

   50-იან წლებში მომხდარმა გარდატეხამ, ქართულ ხელოვნებაში, დიდი ცვლილებები გამოიწვია ქანდაკებების დარგშიც. განსაკუთრებით აქტიური გახდა არქიტექტურასთან  სინთეზში გააზრებული მონუმენტალური ქანდაკების პრობლემა. . თოფურიძემ მეტად ექსპრესიული და დინამიკური ქალის ფაიფურით  (ჭიათურის თეატრი) საინტერესოდ გადაწყვიტა გამარჯვების თემაზე განზოგადოებულ-ალეგორიული ქანდაკების შექმნის ამოცანა.

   60-70-იან წლებში ქართულ ქანდაკებას ახასიათებდა სკულპტურული ამოცანების მრავალფეროვნება და სიმდიდრე. არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზის ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იყო თბილისის მთავარი მაგისტრალის - რუსთაველის პროსპექტის დეკორატიული გაფორმება (სტელები, ჭედური პანოები და ..). თბილისის მისადგომებთან, მცხეთასა და რუსთავის გზებზე დაიდგა ობელისკები (მოქანდაკე - . ამაშუკელი, არქიტექტორი . კანდელაკი და . ბაქრაძე); 1961-62 წლებში თბილისში, მტკვრის პირას, დაიდგა სამასი არაგვის ძეგლ-ობელისკი (არქიტექტორი . ბაქრაძე). საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაიდგა ხალხის დიდი გამარჯვებისა და ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტები. მოქანსაკეები ფართოდ იყენებენ მხატვრულ სიმბოლოთა ენას (. ბერძენიშვილის მონუმენტიკიდევაც დაიზდებიან”, მარნეულში, 1975).

  აღმავლობას განიცდიას დაზგური ქანდაკებაც, რომლისთვისაც დამახასიათებელია მისწრაფება მონუმენტურობისაკენ, განზოგადოებისაკენ. გამახვილდა ყურადღება სიუჟეტურ სკულპტურაზე.

  50-იანი წლების თეარტალურ ხელოვნებაში ისევე როგორც, სახვით ხელოვნებაში, საერთოდ, მკაფიოდ გამოვლინდა ძირეული გარდატეხა. დეკოტაციები კვლავ წარმოდგენილია, როგორც სპექტაკლის სახოვანი გადაწყვეტის ერთ-ერთი აქტიური საშუალება. ახლებულად უდგებიან სპექტაკლის გაფორმების ამოცანას მხატვრების . თავაძე, .ლაპიაშვილი, . დონცოვა. სპექტაკლის გაფორმებაში ახლა აქტიურად იყენებენ კინოეკრანის სშუალებებს. დეკორაციების გამდიდრება ცხოველხატული ხერხებით, ფერისა და განათების ეფექტებით სპექტაკლის სახოვანი გამომხატველობის გასაძლიერებლად საოპერო დადგმებშიაც შეინიშნება (. ასკურავა, . ჩიქოვანი). თანმიმდევრულად ვითარდება ამ მიმართულებით . ვირხალაძის შემოქმედება (ბალეტიოტელო”). ბოლო ათეულ წლებში თეატრში მოვიდა მხატვართა ახალი თაობის მთალი პლეადა - . გუნეია, . ქოჩაკიძე, . ჩიკვაიძე, . მესხიშვილი, . მურვანიძე, . მალახონია, . კაკაბაძე და სხვა.

Hosted by uCoz