კინოხელოვნება არის ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოების შესაქმნელად კინოფირზე გადააქვთ რეალური, სპეციალურად ინსცენირებული ან მულტიპლიკაციური ხერხებით შექმნილი მოვლენები. კინოხელოვნების ნაწარმოები ანუ ფილმი შემოქმედების სხვადასხვა დარგის მუშაკთა (მწერალი-კინოდრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, ოპერატორი, მხატვარი, კომპოზიტორი) ერთიანი, კოლექტიური შრომის ნაყოფია. გამომსახველობითი საშუალებებიდან მთავარია მონტაჟი და გამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ცხოვრებისეული სიზუსტით წარმოვიდგინოთ სინამდვილის სურათი. კინოხელოვნება ხელს უწყობს ადამიანის იდეურ-პოლიტიკურსა და მოლარულ-ზნეობრივ აღზრდას, მისი გონებრივი ჰორიზონტის გაფართოებას, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებასა და დახვეწას.

  კინოხელოვნების არსებობის მანძილზე ჩამოყალიბდა მისი 4 ძირითადი სახეობა: 1. მხატვრული კინომატოგრაფია, რომელიც საშემსრულებლო შემოქმედების ხერხებითა და საშუალებელით ხორცს ასხამს კინოდრამატურგიულ ნაწარმოებს (სცენას), ან პროზის, დრამისა თუ პოეზიის სათანადოდ ადაპტირებულ ნიმუშებს; 2. დოკუმენტური, კინოსახოვანი პუბლიცისტიკის განსაკუთრებული დარგი, რომელიც ძირითადად ემყარება კინოფირზე უშუალოდ ფიქსირებულ რეალურ სინამდვილეს; 3. მულტიპლიკაციური კინომატოგრაფია, რომელიც გრაფიკულ და თოჯინურ პერსონაჟებს "აცოცხლებს" და 4. მეცნიერულ-პოპულარული კინო, რომელიც ზემოხსენებული სამივე სახეობის საშუალებებს იყენებს მეცნიერული პროპაგანდის მიზნით.

   კინომატოგრაფია არის არა მარტო ხელოვნება, არამედ წარმოებაც. ცნობილია ფორმულა: ფილმი  - ხელოვნებაა, კინო - წარმოება. კინო მრეწველობისა და ვაჭრობის განსაკუთრებული დარგია წლების განმავლობაში სოციალისტურ ქვეყნებში კინოსაწარმოო ფინანსები და გაქირავების სისტემა სახელმწიფოს ხელში იყო, ხოლო კაპიტალისტურ ქვეყნებში მას მრავალი კერძო კინოკორპორაციები აკონტროლებენ.

 

      :

   კინოხელოვნების განვითარების ისტორია პირობითად ოთხ ძირითად პერიოდად იყოფა: პირველი პერიოდი – 1895-1918წწ. ძმები ლიუმიერების სინემატოგრაფის პარიზული პრემიერიდან (1895) I მსოფლიო ომის დამთავრებამდე. ლიუმიერების 15-20 – იან მეტრიან ფილმებში გვხვდება მომავალი კინოხელოვნების ელემენტები. მაშინ ფილმებს პრიმიტიულად, უმღავრესად ერთი წერტილიდან იღებდნენ; ამიტომ გადაღებული მასალა ფირზე აღბეჭდილი თეათრალურ სპექტაკლს უფრო ჰგავდა, ვიდრე სპეციალურად კინოკამერის წინ გათამაშებულ მოქმედებას მსახიობების თამაშიც თეატრალური იყო, მხოლოდ უხმოობის საკომპენსაციოდ დიდი ყურადღება ექცეოდა მიმიკას, რაც ხშირად თვითმიზნურ ხასიათს ატარებდა. 1908-18 წლების კინომატოგრაფმა უკვე დაიწყო საკუთარი სპეციფიკის, კინოს ენის, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხერხებისა და საშუალებების შემუშავება, რის შედეგადაც კინომ თანდათან მიიღო დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ხელოვნების სახე. ამ პერიოდიდან განსაკუთრებით გამოირჩევა . გრიფითის, . ჩაპლინის, . სენეტის (აშშ), . ინერის(საფრანგეთი), . პროტაზანოვის, . გარდინის (რუსეთი),  და სხვათა შემოქმედება. მეორე პერიოდი მოიცავს 20-იან წლებს; ამ დროს კინემატოგრაფისტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კინოხელოვნების სპეციფიკურ საშუალებათა გამომუშავებასა და ათვისებაში. დაიწყო განხორციელება ახალი სინამდვილის ამსახველი ფილმების წარმოება. მას სეფუძველი უნდა ჩაყროდა ქრონიკით, რომელიც იქნებოდა მაშინდელი სახელმწიფოს ცხოვრების არა მშრალი ინფორმაცია, არამედ ახოვანი პუბლიცისტიკა. დოკუმენტურქრონიკული კინოს ეს პუბლიცისტური სული მძლავრ ნაკადად შეიჭრა ძიგა ვერტოვის, ესთერ შუბის, . ეიზენშეისის, . პუდოვკინისა და სხვათა შემოქმედებაშიც. 20-იანი წლების I ნახევარში მტკიცე საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ კინომატოგრაფიას. "ძველი ცხოვრების გადმონაშთების" წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და "ახალი სოციალური" მორალის საბოლოო დამკვიდრებას მიეძღვნა . ჭიაურელის, . იუტკევიჩის, . ტარიჩის და სხვათა საუკეთესო ფილმები. იდეურ-თემატურ ძიებასთან ერთად კინონოვატორებმა გაამდიდრეს და გააღრმავეს კინოს სპეციფიკური საშუალებათა არსენალი.

   მსოფლიო კინოაზრის ხელში ჩასაგდებად არავითარ საშუალებას არ ერიდებოდა ჰოლივუდი, რომელმაც 20-იამ წლებში თითქმის მთელი კაპიტალისტური სამყაროს საუკეთესო კინემატოგრაფისტებს მოუყარა თავი.

   მესამე პერიოდი მოიცავს 1930-45 წლებს, როცა "დიდი მუნჯი" ალაპარაკდა, რამაც იგი კვლავ უფრო დაუახლოვა ლიტერატურასა და თეატრს. განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს კინოდოკუმენტალისტებმა, რომელთაც შემოუნახეს თაობას ხალხის გმირული ბრძოლის ამსახველი კინოკადრები. ქართველმა კინოდოკუმენტალისტებმა რამდენიმე სრულმეტრაჟიან ფილმთან ერთად შექმნეს 126 კინოჟურნალი, 43 სპეციალური კინოსიუჟეტი და 9 საგანგებო გამოშვება.

   მეოთხე პერიოდი თანამედროვეობას მოიცავს. 50-იანი წლების II ნახევარში კინორეჟისურაში მოვიდა "ახალი ტალღა". აშშ-ში კინოხელოვნების კრიზისის შედეგად მკვეთრად შემცირდა ფილმების წარმოება და შეიცვალა თემატიკაც. ჰოლივუდის ფილმებში უკვე ჩანს ინტერესი ამერიკელი საზოგადოების შინაგანი წინააღმდეგობისადმი. ნამდვილი კროტიკის ელემენტებს შეიცავს . კრამეტის, . კუბრიკის და ზოგიერთი სხვა რეჟისორების ფილმები.

   50-იან წლების პირველ ნახევარში კინემატოგრაფისტები შეეცადნენ განეზოგადებინათ ჩვენი ხალხის ისტორიული გამოცდილება. ამას შედეგად მოჰყვა ალეგორიული დიალექტური  ფილმები. მხოლოდ რამდებიმე კინოსურათში ("სოფლის მასწავლებელი", "მზვერავის გმირობა", "ახალგაზრდა გვარდია" და სხვა) აისახა მთლი სიღრმითა და დამაჯერებლობით თანამედროვე გმირთა შინაგანი სამყარო.

   თანამედროვე პერიოდის დოკუმენტური კინოს ახალი ეტაპი იწყება . კარმენის ფილმით "მოთხრობა კასპიის მენავთობეებზე" (1953). მასში საზოგადოების განვითარების პროცესები ნაჩვენებია იმ ადამიანთა შრომისა და ურთიერთდამოკიდებულებების ასახვით, რომლებიც ქვეყნის დოვლათს ქმნიდნენ. დიკუმენტური კინოს თვალსაჩინო ნიმუშია . რომის "ჩვეულებრივი ფაშიზმი". შეიქმნა აგრეთვე მულტიპლიკაციური ფილმები, რომელთა უმრავლესობა დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელთა შორის.

   თანამედროვე პერიოდი ნაყოფიერი და მრავალფეროვანია სხვა სოციალისტური ქვეყნების კინემატოგრაფიისათვის.

   ქართულმა კინოხელოვნების სათავეებთან იდგნენ: . ამაშუკელი, . დადიანი, . წუწუნავა, . გოგიტიძე და სხვები. 50-იანი წლების შუა ხანებში, როცა ეკრანზე გამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორების . აბულაძისა და . ჩხეიძის "მაგდანას ლურჯა". კინოში მოვიდა რეჟისორთა ახალი თაობა (ძმები . და . შენგელაიები, . იოსელიანი, . კოკოჩაშივილი, . კობახიძე, . ღოღობერიძე, . მჭედლიძე და სხვები), რომლებიც წარმოადგენდნენ თანამედროვე ქართული კინოს ძირითად შემოქმედებით ბირთვს.

   პირველი კინემატოგრაფიული სეანსი საქართველოში (თბილისში) 1896 წლის 16 ნოემბერში ჩატარდა. მალევე გაჩნდნენ პირველი ენთუზიასტები, რომელთაც 1908-10 წლებში საფუძველი ჩაუყარეს ეროვნულ კინემატოგრაფიას. ესენი იყვნენ კინოოპერატორები . ამაშუკელი, (1886-1977.) და . დიღმელოვი (1884-1957წწ.), რეჟისორი. . ამაშუკელმა (1908 წელი) 1912 წელს შექმნა "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", თავისი იდეური მიზანდასახულობით, მხატვრულ-პროფესიული დონითა და მეტრაჟითაც. ფილმი მაშინდელი მსოფლიოს დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია.

   1921 წლიდან იწყება ქართული კინოს აღმავლობა. ამ პერიოდისათავის განსაკუთრევით მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ფილმი "წითელი ეშმაკუნები" (1923.) , რომელიც კინოს შედევრად არის აღიარებული.

   20-იანი წლების კინოპროდუქციაში მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნა ქართული მხატვრული ლიტერატურის ეკრანიზაციას. შეიქმნა ფილმები . ყაზბეგის, . ნინოშვილის, . წერეთლის, . კლდიაშვილის და სხვათა ცნობილი ნაწარმოებების მიხედვით. განსაკუთრებული წარმატება ხვდა ფილმებს: "ვინ არის დამნაშავე" (1925), "ჯანყი გურიაში" (1929), "'სამი სიცოცხლე" (1925), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1927) და სხვა. ქართული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვალი ფილმია "ელისო" (1928. რეჟ. . შენგელაია).

   20-იანი წლების II ნახევარში კინოხელოვნებაში მუშაობა დაიწყო ახალგაზრდა თობამ, რომლის საუკეთესო წარმომადგენლებმა თანამედროვეობის თემატიკა და უაღრესად საჭირბოროტო, ცხოვრებისეული პრობლემები დააყენეს, ამავე დროს ჟანრობრივი სიახლით გაამდიდრეს ქართული კინო. ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს: . ჭიაურელის "საბა" (1929) და "ხაბარდა" (1931), . კალატოზიშვილის "ჯიმ შვანთე" ("მარილი სვანეთს!" 1930) და სხვა.

   1968 წელს საქართველოში უკვე არსებობდა III სტუდია საქართველოს ტელეფილმებისა. სხვადასხვა გვარია მისი ჟანრიბრივი თავისებურებანი, პროფესიული დონე, მაგრამ ყოველ მათგანში კარგად ჩანს მაღალი ზნეობრივი პრინციპები და სულიერი კეთილშობილება. სწორად ასეთია . აბულაძის "სხვისი შვილები", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", . ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა", "ნერგები", . შენგელაიას "ალავერდობა", . იოსელიანის "გიორგობისთვე", "იყო შაშვი მგალობელი",  და სხვები, რომელთაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.

   ქართული კინო არ იფარგლება მხოლოდ ეროვნული მასალით. ამის დასტურია ფილმები, რომლებიც სხვადასხვა დროს გადაიღო საქართველოს კინოსტუდიამ უცხოურ ლიტერატურულ ნაწარმოებთა მიხედვით. ჯერ კიდევ 20-იან წლებში შეიქმნა ფილმები ლერმონტოვის, ერენბურგის, ცვაიგისა და სხვათა ნაწარმოებების მოხედვით - "თავადია ასული მერი", "კომუნარის ჩიბუხი", "ამოკი", "დონ-კიხოტი".

   კინემატოგრაფის თემატური გამდიდრების ერთ-ერთი საშუალებაა ეკრანიზაცია. 60-70-იან წლებში გამოვიდა . კოკიჩაშვილის "მიხა", . და . ხოტორავების "ჩირიკი და ჩიკოტელა", . კვაჭაძის "ღვინის ქურდები", . შენგელაიას "სამანიშვილის დედინაცვალი". დიდი წარმეტება ხვდა პოეტული მგზნებარებით სავსე ფილმებს: "ნატვრის ხე", რომლის რეჟისორმა . აბულაძემ და ოპეტორმა . ახვლედიანმა რუსთაველის პრემია დაიმსახურეს (1979). ორიგინალური ხედვით გამოირჩევა . კობახიძე, რომელსაც ეკუთვნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე არაერთგზის რემირებული ფილმები "ქორწილი" (1964) და "ქოლგა" (1967). თვითმყოფადია დრამატურგ . გაბრიაძის შემოქმედება, რომლის სცენარებზეც შეიქმნა ცნობილი ფილმები "არაჩვეულებრივი გამოფენა" (1968) და "შერკილები" (1974).

   საბავშვო კინოს დარგში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ . ნენოვა და . წულაია ("ცეროდენა რაინდები", 1973. "ბიჭები იასამნის ქუჩებიდან", 1974 და სხვები).

   60-80-იან წლებში კიდევ უფრო ინტენსიურად წარიმართა კინოდოკუმენტალისტთა მუშაობა. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ეს წლები სახალხო არტისტის . ასათიანისათვის ("ძველი კულტურის ქვეყანა", 1963; "ალჟირის დღიური", 1962. და .).

  მულტიპლიკაციაში 50-60-იან წლებში ნაყოფიერად მუშაობდნენ . ბახტაძე, . ანდრონიკაშვილი, . სარალიძე, . შოშიტაიშვილი, . დრიაშვილი და სხვები.

   გახმაურებული ფილმის "ქვევრის" შემდეგ პირველი სრულმეტრაჟიანის სურათი გადაიღო . კვირაკაძემ. მისმა ფილმმა "ქალაქი ან არა" (1976) რამდენიმე საერთაშორის პრემია მოიპოვა. პროფესიონალური ოსტატობითა და თემატური სიახლით გამოირჩევა . ესაძის "ერთი ნახვით შეყვარება" (1977).

   კინოსტუდია "ქართული ფილმის" მნიშვნელოვანი  გამარჯვებაა პირველი შვიდსერიანი სატელევიზიო ფილმი "დათა თუთაშხია", რომელიც გადაიღეს . ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით (1977. რეჟ. . ლორთქიფანიძე, . გაბესკირია). ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა . კალატოზიშვილის ფილმმა "კავკასიელი ტყვე" (. ტოლსტოის მიხედვით), . შენგელაიას "სამანიშვილის დედინაცვალმა", . რეხვიაშვილის "XX საუკუნის ქართულმა ქრონიკამ", . ჩხეიძის ფილმმა "მშობლიურო შემო მიწავ".

   საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში შეიქმნა თანამედროვეობის ამსახველი ერთ-ერთი საუკეთესო სამსერიანი ფილმი - "თუში მეცხვარე" (1977. რეჟ. . ჩხაიძე; ოპერატორი . ონოფრიშვილი).

   თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე (1908-80წწ.) ქართულმა კინომ 100-ზე მეტი პრემია მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე. დიდი წარმატებით ჩატარდა ჩვენი კინოს რეტროსპექტული ჩვენება ინგლისის (1976), აშშ- (1977),  საფრანგეთის,  იტალიის კინოფესტივალებზე

 

Hosted by uCoz