დეკორატიული-გამოყენებითი ხელოვნება

 

   დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება არის დეკორატიული ხელოვნების დარგი, რომელიც ქმნის საყოფაცხოვრებლო დანიშნულების ნაკეთობებს: ავეჯს, ქსოვილებს, შრომის იარაღებს, მიმოსვლის საშუალებებს, ტანსაცმელს და სხვა სახის მორთულობას. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოხდა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებების კლასიფიკაცია, როგორც დანიშნულების, ისე მასალისა (ლითონი, კერამიკა, ხე) და შესრულების ტექნიკის (მკვეთოლობა, მოხატულობა, ჭედულობა, ნაქარგობა, ჩამოსხმა, მინანქარი) მიხედვით. დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ განწყობაზე, ამოტომაც მას უდიდესი ესთეტიკური და აღმზრდელობითი მნიშვნელობა ენიჭება.

   დეკორატიული სახვითი ხელოვნება წარმოიქმნა საზოგადოების გავითარების ადრეულ საფეხურზე. იგი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა მხატვრული შემოქმედების მნიშვნელოვან დარგს. თანდათან სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დიდებულთა სასახლეების მოსართავად განკუთვნილი მდიდრული დეკორითა და ძვირფასი მასალისაგან გამზადებული ნივთები. ასეთი ნივთების დამზადების დროს ოსტატები ემოციური მნიშვნელობის ამაღლებისათვის ხშირად ფორმას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ XIX საუკუნის შუა წლებამდე ოსტატები მაინც ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მხატვრული მთლიანობა. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში  მხატვრულ კულტურაში გაბატონებულმა ეკლექტიკურმა ტენდეციებმა უარყოფიდად იმოქმედა ხელოვნების ამ დარგზე, გამრავლდა უგემოვნო საგნები, მაგრამ ცალკეული ოსტატები ცდილობდნენ კვლავ განევითარებინათ საგნის სახვითი და იდეური მხარე.

   საქართველოში დეკორატულ-გამოყენებითი ხელოვნება უძველესი დროიდან ვითარდება. გავითარების მათალ დონეს მიაღწია კერამიკამ, ჭედურობამ, ხეზე კვეთამ, ძვლის მხატვრულად დამუშავებამ, მინანქრის ხელოვნებამ, მინის დამუშავებამ, ქსოვამ, ქარგვამ და სხვამ. დარგის თითქმის ყველა სახე. საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია დეკორატიულ-გამოუენებითი ხელოვნების შესანიშნავი  ნიმუშები: თრიალეთში (ძვ..II ათასწ.), ყაზბეგში, ურეკში, მცხეთაში, ვანში და სხვა. მაღალ მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა ბრინჯაოს ბალთები, მინის ჭურჭელი, მიხატული კერამიკა, ხის მოჩუქურთმებული ავეჯი, ჭედური სამკაულები, ხალიჩები, დიდი ოსტატობითა და გემოვნებით შესრულებული ტანსაცმელი და სხვა.

   საქართველოში 50-იანი წლებიდან ერთ-ერთი განვითარებული დარგია კერამიკა. შეიქმნა ახალი მიამრთულება ხელოვნების ამ დარგში. დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში დიდი ადგილი დაიჭირა ქანდაკებამ. ასევე მნიშვნელოვანია ჭედური ხელოვნებაც.

  შუა საუკუნეების მდიდარი ტრადიციების საფუძველზე შეიქმნა ჭედური ხელოვნების სკოლა, რამაც საკუთარი სტილი და გამომსახველობითი ფორმები შექმნა. ვითარდება აგრეთვე ხეზე მხატვრული კვეთა, ფარდაგის ქსოვა, აღორძინდა მინანქრის წარმოება და სხვა.

  დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას საქართველოში უძველესი ტრადიციები აქვს. ზოგი დარგი, განსაკუთრებით კი ლითონის დამუშავება (ჭედურობა) გასცდა საკუთრივ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფარგლებს და ქართულ ხელოვნებაში დამოუკიდებელი, ერთ-ერთი წამყვენი ადგილი დაიჭირა.

  არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი უველაზე ადრინდელი ნიმუშები მიეკუთვნება ნეოლითის ხანას (ძვ. .VIII ათასწ.), ენეოლითის ხანაში (ძვ.. VI-IV ათასწ.) გვხვდება ახალი ფორმის კერამიკული ჭურჭელიც. ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ.. IV-III ათსწ.) სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გაჩნდა მრავალნაირი ფორმის შებოლილი კერამიკა (იშვიათად კი წითლად გამომწვარიც).

   განვითარების პირველ ეტაპზე ნაკეთობანი შემკულია რელიეფური მოტივებით. ამ პერიოდის კერამიკული ნამუშევრები, როგორც გვიანდელი ბრინჯაოსა და რკინის ხანაში (ძვ.. XV-VI სს.), ჩარხზეა დამზადებული. იგი შავ ლეგად არის გამომწვარი და კიდევ უფრო მრავალფეროვანია ფორმით და შემკულობით. ძვ.. I ათასწლეულის დასაწყისში ამზადებდნენ მოჭიქულ (ყურიანი ტოლჩები, ფიალები და სხვა), ხოლო მიწურულში - წითლად გამომწვარ ჭურჭელს. მოხატულობა ძირითადად სიუჟეტურია  (ბრძოლის, ნადირობისა და რიტუალური ეპიზოდები) და განლაგებულია ფრიზებად.

  ანტიკურ ხანაში განვითარებული იყო სამშენებლო კერამიკაც (აგური, კრამიტი, წყლის მილები და სხვა). სინქრონული კოლხური კერამიკა უპირატესად შავად და ნაცრისფერ-ლეგად არის გამომწვარი, გამოირჩევა ფორმათა მრავალფეროვნებით და შემკულია სხვადასხვა ორნამენტული მოტივით (ვერტიკალურად გაკრიალებული ზოლები, ირიბად ამოკაწრული შტრიხები, ტალღისებრთა ზოლები, სპირალები და სხვა); დიდ ჭურს ამკობდნენ ჰორიზონტალუტი შტრიხებითა და რელიეფური ზოლებით, ცხოველთა გრაფიკული გამოსახულებებით. ადრინდელი შუა საუკუნის კერამიკა (V-VIIIსს.) ანტიკურ კერამიკასთას შედარებით ღარიბია: ერთფეროვანი ფორმის ჭურჭელი მოუჭიქავია და შეუმკობელი.

    XII-XIIIსს-ში ფართოდ განვითარდა პოლიქრომული მოჭიქული კერამიკა, შემკული მცენარეული მოტივებით, ფრინველების, ცხოველების, ადამიანების გამოსახულებით, სიუჟეტური ნახატებით და სხვა. გამოყენებულია სხვადასხვა ფერის ჭურჭელი (მწვანე, ცისფერი, მოყავისფრო, კურჯი), რომელიც შემდეგ დაფარულია უფრო გამჭვირვალე ჭიქურით. გავრცელებული იყო მოუჭიქავი კერამიკაც: ქვევრები, ჭინჭილები და სხვა. ამ პერიოდში საქართველოში ამზადემდნენ ფაიანსის ჭურჭელსაც. ამავე დროს საქართველოში უხვად შემოჰქონდათ მაღალხარისხოვანი და ძვირფასი ირანული ფაიანსი და ფაიფურის ჭურჭელიც. XV-XVII სს-ში  კერამიკული წარმოება მნიშვნელოვნად დაქვეითდა, ერთგვარი აღორძინება კი შეიმჩნევა XVIII -ში.

   XIX-ში და XX -ის დასაწყისში მნიშვნელოვნად გავითარდა ხალხური კერამიკული წარმოება. ამზადემდნენ სამეურნეო დანიშნელების წითელკეციან მოუჭიქავ და მოჭიქულ ჭურჭელს. საქართველოს კერამიკის განთქმულ ცენტრთაგან აღსანიშნავია მაჩხანაავის, ბოდბისხავის, თელავის, კახეთის, თბილისის, მცხეთის, გორის, წალენჯიხის და სხვათა სახელოსნოები.

    ჩვენამდე მოღწეულია სხვადასხვა დროის მხატვრული ქსოვილების ფრაგმენტები. ირანიდან, ბიზანტიიდან, დასავლეთ ევროპის ქალაქებიდან შემოტანილ ქსოვილებთან ერთად შემორჩენილია აგრეთვე საქართველოს სახელოსნოების მაღალმხატვრული პროდუქცია (საერო და სასულიერო პირთა ტანსაცმელი, დეკორატიული ფარდები, საეკლესიო ინვენტარის ხატების, ჯვრების, ხელნაწერებისა და სხვა სარჩულები).

  ქართულ ქსოვილთა ყველაზე ადრინდელი (X-XIIIსს.) ნიმუშები (მათალმხატვრული აბრეშუმი) შემორჩენილია ზემო სვანეთში (იფხი, ლატალი, ჩაჟაში). მათი დეკორი (ფრინველთა, ცხოველთა გამოსახულებები და მცენარეული ორნამენტები), თუმცა აღმოსავლური და ბიზანტიური ქსოვილების დეკორის ანალოგიურია, მაგრამ ამ ქსოვილების ტიპოლოგიური ერთიანობა შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნების სხვა დარგებთან, ამავე დროს ერთ-ერთ მათგანში ქართული ასომთავრული ნიშნების გამოყენება, ამტკიცებს მათ ადგილობრივ წარმოშობას. ქართული ქსოვილები მაღალი მხატვრითა და ტექნოლოგიური თავისებურებებით შუა საუკუნეების ქსოვილების საუკეთესო ნიმუშებს მიეკუთვნება. XV-XVIIIსს-ში განვითარდა დაჩითული ქსოვილების, სელის, ტილოს და სხვათა წარმოება. ყველაზე ხშირად იყენებდნენ მუქ წითელ, ყავისფერ, ლურჯსა ან ყვითელ საღებავებს.      

     ისტორიული წყაროების ცნობებით დასტურდება, რომ საქართველოში უძველესი დროიდან იყო განვითარებული ქარგვის ხელოვნება. ნაქარგობა იყო როგორც (ქალის ტანისამოსი და სხვა), ისე საეკლესიო ხასიათისა (საეკლესიო ჩაცმულობა, გარდამოხსნები და სხვა). ოსტატურად იყენებდნენ ქარგვის სხვადასხვა ხერხს. ნაქარგების ყველაზე ადრინდელი ნიმუშებიდან აღსანიშნავია XVIII. ჩანთა (ზემო სვანეთში) და ანჩის მონასტრისათვის შეწირული ომფორი (1312). ქართულმა ნაქარგებმა ირანის, რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ხელოვნების გავლენა დანიცადა XVII-XIXსს-ში, მაგრამ მიუხედავად ამისა ქართველმა მქარგველებმა შეინარჩუნეს ადგილობრივი იკონოგრაფიული ტრადიციები და ორნამენტული მოტივი.

   საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი გლიპტიკის უძველესი ნიმუშები (საბეჭდავები) ძვ.. II ათასწლეულის დასასრულს განეკუთვნება. ისინი დამზადებულია გამომწვარი თიხისა და რბილი ქვისაგან. ტიპილოგიურად ეს ნიმუშები უახლოვდება წინააზიურ და ეგეოსურ ძეგლებს, მაგრამ ხასიათდება პრიმიტიულობით. ადრინდელ ანტიკურ ხანას მიეკუთვნება ოქროს საბეჭდავი აფროდიტეს გამოსახულებიანი ბეჭედი (ვანი). იგი კლასიკის ეპოქის  უდიდესი ოსტატის დექსამენის ან მისი წრის ნამუშევარია. ელინისტური პერიოდის შესანიშნავი ნიმუშია ადგილობრივი ოსტატის მიერ შექმნილი ოქროს საბეჭდავი - ბეჭედი, რომელზედაც გამოსახულია ფრთოსან ცხენზე მჯდარი  მეომარი - მთვარის ღვთაება. ადრინდელ ანტიკურ პერიოდს მიეკუთვნება აგრეთვე გემები, რომლებიც ძირითადად ადგილობრივ ტრადიციებს მისდევდნენ.

   ძვ.. I. II ნახევრიდან დაიწყო ანტიკური გლიპტიკის გვიანდელი, დასავლური გემების პერიოდი შეინიშნებოდა კავშირი აღმოსავლურ პართულ და მცირეაზიურ გემებთან, ამავე პერიოდში ჩნდება ეგვიპტური გემებიც. ადრინდელ შუა საუკუნეების დასაწყისში საქართველოში თავდაპირველად გვხვდება ანტიკური დასავლური გემები, შემდეგ კი პირველი ადგილი დაიჭირა აღმოსავლურმა, სასანურმა გემებმა. ყურადღებას იქცევს ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრებიც. VII-VIIIსს-დან განვითარებულ შუა საუკუნეებამდე გლიპტიკა ვითარდებოდა  ძირითადად გვიანდელი ხანის სასანურ საბეჭდავების მიბაძვით. ამ დროინდელი გლიპტიკის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია გიორგი III-მის საბეჭდავი.

   გვიანდელი ფეოდალური ხანის საბუთებში, ზეპირსიტყვიერებასა და მწერლობაში გვხვდება ტერმინები და ცნობები, რომლებიც ეხება საბეჭდავებს (ბეჭედს), მათ მასალას, ფორმებს, დამზადებას. შემონახულია, როგორც საბეჭდავები, ისე მათი ანაბეჭდები. ზოგიერთი მათგანი მაღალი ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს (ანტონ კათალიკოსის საბეჭდავი, ჭრილი ზურმუხტზე). გვხვდება საგერბო და არასაგერბო გამოსახულებიანი საბეჭდავები. ხელოვნების თვალსაზრიდით საგანგებოდ აღსანიშნავია კათალიკოს დომენტი II-ის (XVII.) საბეჭდავი; მის ოსტეტს ძველი რელიგიური სიუჟეტები ახლებურად, თავისი ეპოქის შესაბამისად გადმოუცია.

  XIX. საბეჭდავების უდედესი ნაწილი წარწერიანია. მრავლად გვხვდება საგერბო გამოსახულებიანი საბეჭდავებიც. საბეჭდავების შესახებ მრავალ ძვირფას ცნობას იძლევა იოანე ბატონიშვილი თავისკალმასობაში”.

   დიდი აღმავლობა განიცადა დეკორატიულმა ხელოვნებამ საქართველოში. თბილისში, სამხატვრო აკადემიაში დასაბამი მიეცა ქართულ პროფესიონალური კერამიკის განვითარებასა და სრულყოფას.

   ქართული კერამიკის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო 50-60-იანი, როდესაც მოხდა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ყველა დარგის თავისებური აღორძინება.

  დეკორატიულ-მონემენტალურმა კერამიკამ ფართო გამოყენება ჰპოვა ახალ ნაგებობათა გაფორმებაში, ფართოდ იყენებდნენ კერამიკულ რელიეფს, ქანდაკებას. აკეთებდნენ კერამიკულ სერვიზებს, ნაირგვარ სასმისებს, ფიალებს, ლარნაკებს.

  ფართოდ გამოიყენება დეკორატიული პანოები, რომელთაგანაც აღსანიშნევია: წყაროთა გაფორმება (. იაშვილი), მონუმენტალური კერამიკული პანო . მცხეთის კინოთეატრის ფასადზე (. მელიქიძე, . ცუხიშვილი, . გაბაშვილი) და სხვა. საყურადღებოა აგრეთვე ქართველ მხატვართა ნამუშევრები მხატვრული მინის დარგში, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. არ არის დავიწყებული ხეზე კვეთის უძველესი ხელოვნება. იმ პერიოდში განვითარდა, აგრეთვე ქართული გობელინის ხელოვნებაც. ქართველ მხატვართა. ყარდარელის, . გახარიას, . ჯაფარიძისა და სხვათა ნამუშევრები გამოირჩევა ზომიერი კოლორიტით, ეროვნულ მოტივთა თავისებური ორიგინალური სტილიზაციით, ორნამენტური კომპოზიციების ახლებური გადაწყვეტით და მაღალი ტექნიკური ოსტატობით.

Hosted by uCoz