ცირკი ლათინური სიტყვაა და სიტყვა-სიტყვით (circus) წრეს ნიშნავს. ეს არის ადგილი, სადაც ტარდება წარმოდგენები.

   თანამედროვე ცირკი აღჭურვილია სპეციალური საცირკო ტექნიკით, დიდი საკულისო სათავსეებით, სარეპეტიციო მანეჟერებით და სხვა, ხოლო ძველ რომში კი გავრცელებული იყო ტრიბუნებიანი გეგმით ელიფსური არენა, სადაც ეწყობოდა შეჯიბრი (რბოლა) ეტლებით. შესვენების დროს გამოდიოდნენ აკრობატები, კომიკოსები და სხვა. რომის დიდი ცირკი იტევდა 50 ათასამდე მაყურებელს. ესპანეთში, მექსიკასა და ზოგ სხვა ქვეყნებში ცირკის არენას იყენებდნენ კორიდისათვის.

   თანამედროვე ცირკის არენა (მანეჟი) კი მრგვალია (დიამეტრი 13-14, ზოგჯერ 9-17.), გარს არტყია მკვიდრი ბარიერი, გადახუულია სფერული გუმბათით (საჰარეო აკრობატებისათვის), მაყურებელთა ადგილები განლაგებულია ამფითეარტისებურად.

   საქართველოში ძველთაგანვე კარგად იყო ცნობილი საცირკო ხელოვნების მრავალი სახე. ახ.. II საუკუნეში ქართველ მეფე ფარსმან II- თავის მხლებელთა შორის რომში თან ჩაუყვანია შესანიშნავი მოჯირითეები. იბერიელი მხედრები გამოდიოდნენ ძველი რომის ცირკებში და ბიზანტიის იპოდრომებზე. მოჯირითენი, აკრობატები და საცირკო ხელოვნების სხვა სახეობათა წარმომადგენლები XII-XIII საუკუნეებში სახალხო დღესასწაულებში საპატიო მონაწილენი იყვნენ. მოხეტიალე მსახიობებთა ჯგუფები (კომიკოსები, მოცეკვავეევი და სხვა) გამოდიოდნენ ციხესიმაგრეებში, სოფლებში, ხალხთა თავშეყრის ადგილებში. მონაწილეობდნენ სახალხო სანახაობებში - ყეენობასა და ბერიკაობაში, თეატრალურ სანახაობებში. აკროჰბატული ნომრები გამოიყენებოდა აგრეთვე საცეკვეო ფერხულებში.

   XIX საუკუნის 70-იან წლებში თბილისში დააარსდა დიდი საცირკო ანტრეპრიზა - საცირკო დაწესებულების ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც ხალმძღვანელობდა მთელი კავკასიის საცირკო დაწესებულებებს. XIX საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ძმები ნიკიტინების მიერ აგებულ ცირკში გამოდიოდა ქართვეოლ მსახიობ-პროფესიონალთა მთელი პლეადა - . ცხომელიძე, დები გამსახურდიები და სხვები.

   XX საუკუნის პირველ ათწლეულში თბილისში მუშაობდა სამი ცირკი (ნიკიტინების, ესიკოვსკებისა და ეფიმოვების). 1908 წელს ცირკი გაიხსნა ბათუმში, გაჩნდნენ საქართველოს ცირკის ადმინისტრაციული მოღვაწეებიც, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა . გამსახურდია, რომელმაც XIX საუკუნის 90-იან წლებიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე ბევრი რამ გააკეთა ქართული ცირკის განვითარებისატვის. ჩამოყალიბდა ქართული ცირკის მსახიობთა დინასტიები (გამსახურდიები, გოლიაძეები, ცხომელიძეები, აღდგომელაშვილები და სხვები).

   20-იან წლების შუა პერიოდში თბილისის ცერკის მუშაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი მსახიობები: ლეო ტანტი, ლავროვების ოჯახი და სხვები. იდგმებოდა "რევოლუციურ-სააგიტაციო" ხასიათის თეატრალიზებული სანახაობანი. 30-იან წლების დასაწყისში თბილისის ცირკი შევიდა სახელმწიფო ცირკის ცენტრალურ სამმართველოში. განსაკუთრებული მნიშვნებობა ჰქონდა 1940 წელს თბილისში, გმირთა მოედანზე ახალი საცირკო შენობის აგებას, რომელიც ერთ-ერთი საუკეტესო არქიტექტურული ნაგებობა იყო. განახლებული ცირკის დირექტორი წლების მანძილზე იყო ცნობილი მომღერალი და ველოსიპეტისტი ლადო კავსაძე.

   ქართული საცირკო ხალოვნების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა 1957 წელს ქართული კოლექტივის შექმნამ. ამ დასში მონაწილეობდნენ მსახიობები: . ცხომელიძე, . გოლიაძე, . აღდგომელაშვილი, . ლალიშვილი, . და . გარსევანიშვილები, . მჭედლიშვილი, . დადეშქელიანი, . ძამაშვილი, . ნატროშვილი, . თედიაშვილი, . მელქაძე, . მთვრალაშვილი, . ნიკოლაიშვილი და სხვები. საცირკო ნომრების შექმნაში მონაწილეობა მიიღეს . ტანტიმ, . ჩანჩელმა, . ბაგრატიონმა, . ჩარაძემ, . თევდორაძემ, . გუდიაშვილმა, . ბიბილურმა და სხვებმა

   ქართული ცირკის განვითარებას მბიშვნელოვანი სტიმული შესძინა 1969 წელს თბილისში საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებლის გახსნამ. ორიგინალური ნომრებით გამოდიოდნენ ცირკის არენაზე სასწავლებლის საცირკო განყოფილების კურსდამთავრებულები: აკრობატ-ექსცენტრიკოსები . ჯამალაშვილი და . დაშევსკი, კლოუნი - . პილოსიანი, ჟონგლიორი - . ემიშიანი და სხვები. აგრეთვე . ხოჯაშვილი, . ჭაბაშვილი, . ჩხაიძე, . ტაბატაძე, . ცერცვაძე და სხვები.

   ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები საცირკო ჟანრის ნომრებით ესრტადაზეც გამოდიოდნან (. ფარადაშვილი, . იშხანოვი, . ვასილიევი და სხვები).

Hosted by uCoz