არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება
ა რ ქ ი ტ ე ქ ტ უ რ ა: არქიტექტურა განსაკუთრებული სიცხადით ამჟღავნებს ქართული ხელოვნების დამოუკიდებელ სახესა და მხატვრულობას. საამშენებლო ხელოვნების უდიდესი ნიმუშები მიერკუთვნება ჩვ.წ. V-IV ათასწლ - გვიანდელი ნეოლითის ხანას (შულარის გორისა და იმირის გორის ნასოფლარები, შულავრის მახლობლად: ალიზის ნაგები 2,5 - 3მ. დიამეტრის მრგვალი ოთახები, კონუსურად ან ბრტყელი ჭერით გადახურული, შუაში კერითა და კვამლის გასასვლელი სარკმლით). ძვ.წ. II-I ათასწლ-ს მიეკუთვნებება დასახლებები ხელოვნურად გამაგრებულ გორაკებზე. გავრცელებული იყო (განსაკუთრებით თრიალეთში) მეგალითური ანუ ციკლოპური მშენებლობა. ძვ.წ. ბოლო საუკუნეებსა და ძვ.წ. და ახ.წ. მიჯნას მიეკუთვნება ბერძენი და რომაელი ავტორების ცნობები კოლხეთსა და იბერიაში გამაგრებული, კეთილმოწყობილი ქალაქების, სასახლეების, კრამიტისსახურავიანისახლების არსებობის შესახებ. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს ეს ცნობები. მცხეთაში აღმოჩნდა ძვ.წ. ბოლო საუკუნეებისა ან ახ.წ. პირველ საუკუნეების უზარმაზარი აკროპოლისი (არმაზციხე) - ქართლია მმართველთა რეზიდენციის ნაშთი, სასახლის ნანგრევები, მცირე კამაროვანო მავზოლეუმი: მცხეთის დასით, არმაზის ხევში - პიტიახშთა სასახლისა და ნეკროპოლის ნივთები. დასავლეთ საქართველოში - ვანში გაითხარა ანტიკური ხანის ნაქალაქარი, რომლის ხუროთმოძღვრება და აღმოჩენილი ნაშთები მოწმობს იქაური მისახლეობის მჭიდრო კავშირს ელინისტურ კულტურასთან. ძვ.წ. ბოლო საუკუნეებში უნდა ჩასახულიყო კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე (გორის მახლობლად), რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შუა საულუნეებში. უფლისციხის ზოგი დარბაზის ხუროთმოძრვრული დამუშავება (კესონებიანი კამარები) II-IIIსს. რომაული არქიტექტურის ნიმუშენს უახლოვდებოდა. უძველესი საკულტო შენობების რამდენიმე საინტერესო ნიმუში (ვანი, დედოფლის მინდორი ქართლში) ჯერჯერობით ერთიანი წარმოდგენის საშუალებას არ გვაძლევს.
საქართველოში საშენ მასალად უძველესი დროიდანვეიყენებენ ხეს, თიხას, ქვას. განსაკუთრებით დამახასიათებელია ქვის გამოყენება, რომლის დამუშავებით კულტურა აქ მაღალ დონეს აღწევს. ადრე მშრალი წყალი იხმარებოდა, ქვები კი რკინის სამაგრებით იყო დაკავშირებული; შუა საუკუნეებში კედლები რკინის დუღაბით შენდებოდა. საცხოვრებელი ნაგებობებისთვის იმთავითვე დამახასიათებელი იყო გეგმის ცენტრულობა, საცხოვრებელი უჯრედის ორგანიზაცია არა შიდა ეზოს გარშემო (მესოპოტამიასა და ანტიკურ ქვეყნებში), არამედ ერთიან მასივად, რომელიც გარეთ იყო გახსნილი (როგორც სუბარებთან, მითანისა და ხეთების ქვეყანაში). ანტიკური არქიტექტურა გავლენას უმეტესად ზედა სოციალურ ფენების მშენებლობაში იჩენდა თავს.ეატრის, ცირკის, ესტრადის ხელოვნებანი).