ქართული არქიტექტურა და სახვითი

ხელოვნება XIX. დასაწყისიდან

XX. დასაწყისამდე

 

   XIX. დასაწყისიდან, საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შერთების შემდეგ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში გარდატეხა დაიწყო, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სხვითი ხელოვნების ახალი დარგების ჩამოყალიბებასა და განვითარებისთვის. XIX. I ნახ. გარდამავალი ხანაა. ამ დროს ყალიბდება დაზგური ფერწერა, რომელიც (ხატების გარდა) შუა საუკუნის საქართველოში უცნობი იყო; XVIII-XIXსს. მიჯნაზე უცნობმა უცხოელმა მხატვრებმა შექმნეს მეფის ოჯახისა და ცალკეულ ფეოდალთა პორტრეტები. XIX. შუა წლებში თბილისში ჩამოყალიბდა საკუთარი ფერწერული სკოლა, სადაც განსაკუთრებით განვითარდა პორტრეტული ტილო. პორტრეტების უმრავლესობა უცნობ ავტორებს ეკუთვნის, თუმცა წერილობითი წყაროების მიხედვით, ზოგიერთი ნამუშევარი ადგილობრივ ქართველ მხატვრების მიერაა შესრულებული (მაგ: ბაგრატიონთა ოჯახის ჯგუფური პორტრეტი).

    პორტრეტისტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აკოფ ჰოვნათანიანს, ეროვნებით სომეხს, რომელიც თბილისში მოღვაწეობდა.

    XIX. შუა წლებში უფრო განმტკიცდა კულტურული კავშირი რუსეთთან. პირველი ქართველი მხატვარი, რეალისტური ფერწერის წარმიმადგენელი, რომელმაც განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადებიაში მიიღო იყო . მაისურაძე (1817-1885).

  XIX-ის 80-იან წლებში ასპარეზზე გამოვიდნან დემოკრატული მიმართულების ქართველი რეალისტი მხატვრები: . გველესიანი (1859-1884), . ბერიძე (1858-1917), . გურამიშვილი (1857-1926), . გაბაშვილი (1862-1936), რომლის შემოქმედებამაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ახალი რეალისტური ქართული ფერწერის დაფუძნების საქმეში, მოგვიანებით კი . მრევლიშვილმა (1866-1938) და . თოიძემ (1871-1953).  XIX. დასასრულს მოღვაწეობდა ერთ-ერთი თვითმყოფადი ქართველი მხატვარი . ფიროსმანაშვილი (1862-1918), რომლის შემოქმედება დაკავშირებულია ქართულ ხალხურ ხელოვნებასთან.

   XIX. II ნახ. ქართული სახოგადოების მოწინავე ნაწილის დემოკრატიულმა იდეებმა გამოხატულება ჰპოვა ქართულ გრაფიკაშიც. ქართველი გრაფიკოსები კი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ქართულ პრესასთან. ჟურნალ “კვალსა” და “ცნობის ფურცელში” თანამშროლობდნენ: . თოიძე, . მრევლიშვილი, . ბერიძე, . გოგიაშვილი; 1901 წლიდან “ცნობის ფურცლის” სურათებთან გამოცემაში სისტემეტიურად იბეჭდებიდა კარიკატურები.

    ქართული წიგნის გრაფიკის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის პირველ ქართველ გრავიორ-ქსილოგრაფს . ტატიშვოლს (1838-1911). მან შექმნა ქართულ ანბანის მთავრული ასოების და ქართული ორნამენტების ალბომები. მის მიერ გაფორმებულ წიგნებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია . გოგებაშვილის “დედა ენა” და “ბუნების კარი”. . ტატიშვილს ეკუთვნის . . ქართველიშვილისეული “ვეფხისტყაოსნის” (1888) მხატვრული გაფორმება (საკუთვრივ, სიუჟეტური ილუსტრაციები, ამ გამოცემისათვის დახატა ცნობილმა უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩიმ).

  XIX-ის ბოლოსა და XX-ის დასაწყისში ქართველი მხატვრები მონაწილეობდნენ საბავშვო ჟურნალენის დასურათებაშიცნობათი” - (1883-95); “ჯეჯილი”, “ნაკადული” - (1904-2000).

   XIX-XXსს. მიჯნაზე . ნიკოლაძემ (1876-1951) საფუძველი დაუდო ქართულ ქანდაკებას.

   XX-ში განაგრძობდა არსებობას ძველი ქართული ხელოვნების ტრადიციული დარგი _ ოქრობჭედლობა. XIX-ის I ნახევრის ჭედური ნაწარმოებები პლასტიკის თვალსაზრისით განიცდიდის დაქვეითებას. ამ პერიოდში მუშაობდნენ ცნობილი ოსტატები ცაიშელი პეპუ და გიგო მეუნარგიები, . კედია, მათი მოწაფეები: ვახტანგ ძაძამიძე (რომლებმაც თავის მხრივ ოქრომჭედლების რამდენიმე თაობა აღხარდა), კონსტანტინე და ფილუ ძაძამიძეები და სხვა. პეპუ და გიგო მეუნარგიების ნამუშევრებში იგრძნობა გარკვეული მიდრეკილება ხალხური ტრადიციებისა და ძველი ნიმუშებისადმი. ამ ხანის ჭედურ ხელოვნებაში მთელი სიცხადით გამოვლინდა ეკლექტიზმი. თანდათან დაქვეითდა მხატვრული და ტექნიკური შესრულების დონე და საუკუნის ბოლოსათვის უკვე წმინდა ხელოსნურ ნაწარმოებებთან გვაქვს საქმე, თუმცა ამ დროს შეიქმნა საიუველირო ხელოვნებაში ოქრომჭედლობის ზოგიერთი თვალსაჩინო ნომუში (მინანქრითა და ფირუზით შემკული ეკატერინე დადიანის სამკაულის გარნიტური).

  XIX. II ნახევარში ახალმა სოციანურ-ეკონომიკურმა პირობებმა გარკვეული გარდატეხა მოახდინა საქართველოს საშინაო ცხოვრებაში და დაღი დაასვა ოქრომჭედლობის შემდგომ განვითარებას. გაძლიერდა საერო ტენდენცია. ხელოსნები ძირითადად მიშაობდნენ საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებზე (ეროვნული ღვინის სასმისები - ყარუარები, კულები, აზარფეშები, ფიალები და სხვა). მცირე რაოდენობით შეიქმნა საეკლესიო ნივთებიც (ბარძიმები, საცეცხლურები, სასანთლეები). ამ დროის ნამუშევრთაგან გამოირჩევა . თეთრაძის, . ბუმურიშვილის, კვეზერელის, . და . მამულაშვილების, ჩხუტიშვილის, . გიჟაშვილის და სხვათა ნაკეთობები.

   ოქრომჭედლიბის წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრები იყო ქუთაისი, თბილისი, ახალციზე, თელავი, ზუგდიდი, გორი.

   რუსეთიდან შემოტანილმა საფაბრიკო ნაწარმმა თანდათან გამოდევნა შინამრეწველური საქონელი, რამაც საფუძვლიანად შეაფერხა ქართული ოქრომჭედლობის შემდგომი განვითარება.

   XX. დასაწყისში ამაღლდა შესრულების ოსტატობა. ქართულმა ხალხურმა ტრადიციებმა თავი იჩინა . ხანდამაშვილის, . და . ჯიქიების და სხვათა შემოქმედებაში. მათ განაგრძეს ქართული ოქრომჭედლიბის საუკეთესო ტრადივიები.

   რუსეთის იმპერიასთან აღმისავლეთ საქართველოს (1801) შეერთების შემდეგ მიმხდარმა პოლიტიკურმა და სოციალურმა ცვლილებებმა დიდი გავლენა მიახდინა საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის განვითარებაზეც. XIX, I ნახევარში  შენდებოდა ძირითადად სახელმწიფო და საზღვაო ნაგებობები (პირველ რიგში თბილისში) რუსეთის იმპერიაში იმ დროს გავრცელებული .. გვიანდელი რუსეთის კლასიციზმის სტილით: მთავარმართებლის სახლი (თავდაპირველად აშენდა 1802; 1807 ააგეს უფრო მოზრდილი სასახლე; 1865-68 იგი გადააკეთეს . სიმინსონის პროექტით; ამჟამად იგი წარმოადგენს მოსწავლეთა სასახლეს), . ზუბალაშვილის სახლი (30-იანი წწ; არქიტექტოტი ბერნარდაცი. შემდგომ იქ სასულიერო სემინარია იყო, ამჟამად კი საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმია) და სხვა. ორ-სამსართულიანი საცხოვრებელი შენობების ხუროთბოძღვრებაში ადგილობრივ სამშენებლო ტრადიციებთან (ფათო აივნები, მოხარატებული მოაჯირები, თაღური გადახურვა, ორდერის აზიდული პროპორციაბი და სხვა) ორგანულად იყო შერწყმული კლასიცისტური ფორმები და ელემენტები.

   XIX. II ნახევარში კაპიტალიზმის ინტენსიურ განვითარების პირობებში, რუსეთისა და ევროპის მიბაძვით საქართველოს ქალაქების არქიტექტურაში გაბატონდა ეკლექტიზმი, რომლის ნიმუშებია ქარვასლა და თეატრი (1851, არქიტ. . სკუდიერი. დაიწვა 1874, აღადგინეს მარტო ქარვასლა უთეატროდ; 1934 აიღეს), სახაზინო თეატრი (1880-96; . შრედერი, ახლა კი ფალიაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი), ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1906; . კლდიაშვილი; ახლა კი თსუ), .. შემოსავლიანი სახლები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვა.

  XIX. მიწურულში გავრცელდა “მოდერნის” სტილი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების გავლენით დაიზარდა ინტერესი ქართულ ხუროთმოძღვრებისადმი - აშენდა “ქართული სტილის”  რამდენიმე საზოგადოებრივი  და საცხოვრებელი სახლი: საუფლისწულო მამულების ღვინის სარდაფები, ქაშვეთის ეკლესია (1910, . ბილფელდი) და სხვა. დასავლეთ საქართველოს სოფლებში აშენდა რამდენიმე მიზრდილი დარბაზული ეკლესია ძველი ქართული არქიტექტურის მიბაძვით.

  XIX-ში საქართველოს ქალაქთმშენებლობაში დადებითი ძვრები მოხდა. საინჟინრო თვალსაზრისით საინტერესო იყო თბილისის ორი ხიდი - მაშინ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ქვის (აგურის) ვორონცოვისა და მუხრანის ხიდი (ამჟამად . ბარათაშვილის სახელობის ხიდი), რომლის მშენებლობისას პირველად გამოიყენეს ლითონის შედუღებული კონსტრუქვიები. XIX-ის მეორე ნახევარში დაიწყო კურორტების მშენებლობა და კეთილმოწყობა (ბორჯომი, აბასთუმანი, მწვანე კონცხი და სხვა.). 

 

Hosted by uCoz