თეატრი (ბერძნ. - theatron სანახაობისათვის განკუთვნილი ადგილი, სანახაობა) არის ხელოვნების ერთ-ერთი დარგი. თეატრი, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხის ცხოვრებასთან, მის ისტორიასთან და კულტურასთან. თეატრის წარმატებას თუ წარუმატებლობას, მისი ამა თუ იმ ფორმის, ტენდენციის, იდეის განვითარებას, თანამედროვეობასთან კავშირს განაპირობებს საზოგადოების მოთხოვნები. თეატრი მხატვრულ წარმატებას მაშინ აღწევს, როდესაც იგი ეპოქალურ იდეებითაა გამსჭვალული, სიღრმისეულად ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს. თეატრში ცხოვრებისეულ სინამდვილეს მსახიობი მაყურებლის თვალწინ დრამატული მოქმედების საშუალებით გადმოსცემს. თეატრის სპეციფიკა მოითხოვს სცენისა და მაყურებლის ინტერესთა ერთიანობას, ემოციურ და სულიერ თანხმობას. თეატრი ხალხის ესთეტიკური, ზნეობრივი და პოლიტიკური აღზრდის მძლავრი საშუალებაა. მისი მთავარი ფიგურაა მსახიობი, რომელიც მხატვრულ სახეს ქმნის პიესის საფუძველზე, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამსად. მაგრამ თვით მკაცრად ორგანიზებულ სპექტაკლშიც კი მსახიობი გვევლინება როგორც დამოუკიდებელი შემოქმედი, რომელიც მხოლოდ მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებით ქმნის სცენაზე ადამიანის რთულ და ღრმა მხატვრულ სახეს. სხვადასხვა როლში ხშირად იგი იცვლება შინაგანად და გარეგნულად. გარეგნობას მსახიობი გრიმის, კოსტუმის ზოგჯერ კი ნიღბის საშუალებით იცვლის. პერსონაჟი ხასიათის შესაქმნელად იყენებს მეტყველებას, მიმიკას ჟესტს. არიან მსახიობები, რომლებიც ბრწყინვალედ ფლობენ გარდასახვის ხელოვნებას, მაგრამ მსახიობის შემოქმედება ჭეშმარიტ სიდიდეს მაშინ აღწევს, როდესაც იგი მთელი სისრულით ასახავს ადამიანის რთულ სულიერ ცხოვრებას.

   თეატრალური წარომდგენის საფუძველია დრამა, რომელიც განსაზღვრავს თეატრის შემოქმედებით სახეს, თავის მხრივ, ლიტერატურული დრამაც თეატრშიც ახალ ესთეთიკურ ღირებულებას იძენს. დრამის ხასიათები და კინფლიქტები სცენაზე ცოცხალ სახეებში წარმოგვიდგება. სიტყვა, მეტყველება თეატრის უმნიშვნელვანესი სშუალებაა. მსახიობი ზოგ შემთხვევაში მეტყველების საშუალებით იძლევა პერსონაჟის ყოფით დახასიათებას, ზოგჯერ კი გვიჩვენებს გმირის ურთულეს შინაგან კონპლიქტებს. მეტყველება მიმართულია პარტნიორისადმი ან მაყურებლისადმი და გამოხატავს პერსონაჟის ფიქრს და განწყობას.

   თაეტრი კოლექტიური შემოქმედებაა, იგი აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგს. სპექტაკლი იქმნება რეჟისორის ხელმძღანელობით, მისი ჩანაფიქრის შესაბამისად, მსახიობების, მხატვრის, კომპოზიტორის, ქორეოგრაფის შემოქმედების საფუძველზე. სპექტაკლის მოქმედება ყალიბდება დროში (ტემპი, რიტმი, ემოციური დაძაბულობის აღმავლობა და დაღმავლობა) და სივრცეში (სცენური მოედნის დამუშავება, მისი გამოყენების პრინციპები, მიზანსცენები, დეკორაციები და სხვა). სპექტაკლის გარეგნულ სახეს ქმნის მხატვარ-დეკორატორი ფერწერის, თეატრალური, კოსტუმების, განათების, თეატრალური ტექნიკის მეოხებით. დეკორაცია შეიძლება იყოს ფერწერული, ქმნიდეს მოქმედების გარემოს, ანდა მეტაფორულად ხსნიდეს რეჟისორის ჩანაფიქრს. სპექტაკლის სტილის შესაბამისად იგი შეიძლება იყოს რელისტური ან პირობითი. სპექტაკლის მომზადების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეჟისორისა და მსახიობის ერთობლივ მუშაობას რეპეტიციაზე.

   მუსიკალურ თეატრში მოქმედება ხორციელდება მუსიკალური დრამატურგიის საშუალებით, რომელთაც საფუძვლად უდევს დრამის ზოგადი კანონები - მკაფიოდ გამოხატული მთავარი კონფლიქტი, დრამატურგიული ჩანაფიქრის გახსნის გარკვეული თანმიმდევრობა და სხვა. ოპერაში სცენური მოქმედება გამოისახება მუსიკით, მოქმედ პირთა სიმღერით და სხვა, ბალეტში კი ცეკვითა და პანტომიმით. ოპერაშიც და ბალეტშიც მუსიკა მთავარი განმაზოგადებელი საშუალებაა. იგი დრამის ყველა ელემენტს აერთიანებს. ოპერაში, რომელიც თეატრის ნაირსახეობაა, განსაკუთებით მნიშვნელობა ენიჭება დიალოგს, კუპლეტურ სიმღერებსა და ცეკვებს.

   თეატრალური  ხელოვნება  სათავეს  იღებს უძველეს  ხალხურ   დღესასწაულებშიწეს –  ჩვეულებებსა და თამაშობებში. მათ საფუძველზე შექმნილი პირველი ტრადიციული სანახაობები (მისტერიის, სატურნალიის, და სხვათა მსგავსი) შეიცავდნენ დრამატულ სიუჟეტსა და კონფლიქტურ ელემენტებს, მათში ჩართული იყო საგუნდო სიმღერები, ცეკვები, დიალოგები და სხვა. ისინი თანდათან გამოეყვნენ საკულტო-საწესჩვეულებო ცერემონიალს და სპექტაკლად გადაიქცნენ. ამან განაპირობა ლიტერატურული დრამის შექმნა. დღესასწაულის მონაწილეთა დაყოფამ მსახიობებად და მაყურებლებად წარმოაჩინა თეატრის საზოგადოებრივი ფუნქციები. ეს პროცესი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა ძველ საბერძნეთში, სადაც ქალაქ-სახალმწიფოებში ძვ. . V -ში თეატრი საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.

   ბერძნულ თეატრს ჰქონდა თავისი ტექნიკა და ტრადიციები. ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს ტრადიციებში მოქმედებდნენ ლეგენდარული გმირები და ღმერთები, რომლებიც გარკვეულ სიციალურ და პოლიტიკურ იდეალებს ქადაგებდნენ. რომის თეატრში განვითარდა თეატრალური ტექნიკა, შეიცვალა სცენის ტიპი, შეიქმნა წარმოდგენის ახალი სახეობები, მათ შორის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სანახაობა მითოლოგიურ სიუჟეტზე - .. პანტომიმა. მრავლფეროვანი სანახაობები შეიქმნა ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში და სხვა.

   თეატრის შემდგომის განვითარება  დაკავშირებულია კლასიციზმთან, რომლის საზოგადოებრივ საფუძველს წარმოადა აბსოლიტური მონარქიის განმტკიცება XVII. ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. კლასიცისტური თეატრი ამოცანად ისახავდა შეექმნა გმირი, რომელიც რთული შინაგანი ბრძოლის შემდეგ საზოგადოების ინტერესებს პირად ინტერესზე მაღლა დააყენებდა. ამ პერიოდში საფრანგეთში შეიმნა სცენური ხელოვნების მკაცრი სისტემა. კლასიცისტური თეატრის ამაღლებული მონუმენტური, განყენებული ხასიათი განსაზღვრავდა სპექტაკლის ფორმასაც. მსახიობის შემოქმედებაში ემოციურობა, შინაგანი გარდასახვა შეცვალა იმპოზანტურობამ, პლასტიკურობამ.

   მოიერმა განახორციელა კლასიცისტური კომედიის რეფორმა. მან სცენაზე გამოიყვანა უბრალო ხალხის წარმომადგენლები. სამსახოიბო ხელოვნებაში დამკვიდრდა შინაგანი გარდასახვა. ვოლტერის ანტიირანული სულისკვეთებით გამსჭვალული ტრაგედიები გრძნობისა და მოვალეობის ერთიანობას ქადაგებდნენ. მსახიობების . ლეკენის, . კლერონის შემოქმედება გამსჭვალული იყო მაღალი მოქალაქეობრივი პათოსით, ისტორიული სიმართლის გრძნობით, ღრმა ფსიქოლოგიზმითა და ემოციურობით. აღმოცენდა ჟანრები, რომლებშიც პათეთიკურად, სენტიმენტალურად ასახული იყო არსებული ყოფა, მორალი, გმირობა, მაგრამ . დიდროს, . ლესინგის, . შილერის, . შერიდანის და სხვათა შემოქმედებაში ეს გრამატურგია ანტიფეოდალური იდეოლოგიით, ტენდენციებით იყო გამსჭვალული. სცენის დიდმა რეფორმატორებმა . გარიკმა (დიდი ბრიტანეთი), . ეკჰოფმა და . შრედერმა (გერმანია) სცენაზე კვლავ დააბრუნეს სენტიმენტალურ სტილში გადაკეთებული შექსპირის პიესები და სამსახიობო ხელოვნებაში შესრულების ბუნებრივი, ემოციური მანერა დაამკვიდრეს. კლასიციზმის კრიზისი და რომანტიზმის ტენდენციები აისახა ტრაგიკოსი მსახიობის . ტალმას (საფრანგეთი), . სიდონზის (დიდი ბრიტანეთი) და სხვათა შემოქმედებაში. XVIII საუკუნის დასასრულს თეატრში დამკვიდრდა მელოდრამა, ვოდევილი და გასაგები გახდა. გაიზარდა იდეოლოგიური მქადაგებელი დრამატურგია (. კოტებე, . სკრიბი და სხვა) გავლენა თეატრზე.

    XIX საუკუნის დასასრულს ნატურალიზმის წარმომადგენლები ემილ ზოლა, ძმები გონკურები და სხვა თავიანთ პიესებში ასახავდნენ გარემოს გავლენას ადამიანებზე, ეს იდეა დამახასიათებელია აგრეთვე XIX საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ სიმბოლიზმისთვის. XIX საუკუნეში რელიზმის ახალი ფორმისათვის და თეატრის მოწინავე მხატვრულ ლიტერატურასთან დასაკავშირებლად იბრძოდნენ .. "თავისუფალი თეატრები".

   ეროვნული და მსოფლიო თატრალური კულტურის მიღწევები აისახა მილანის "პიკოლო-თეატრის" სპექტაკლები. საფრანგეთში ჩამოყალიბდა . . სარტრის, . ანუის, . კამიუს თატრალური სისტემები, რომლებშიც ახლებურად წარმოგვიდგა ანალიტიკურ-ინტელექტუალური დრამის ეროვნული ტრადიციები. ფრანგული თეატრის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა . ვილარმა. თეატრის რეპერტუარებში იყო კლასიკური დრამატურგია. სპექტაკლები გამოირჩეოდა ლაკონიზმით, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით. მნიშვნელოვან მხატვრულ ამოცანებს წყვეტდნენ რეჟისორები: . ბარსაკი, . . ბარო, . პიტოევი, მსახიობები: . ბრასერი, . სინიორე და სხვები. იმავე 50-იან წლებში "აბსურდის თეატრში" აისახა XIX საუკუნის ადამიანის მსოფლშეგრძნება. "აბსურდის თეატრმა" გარკვეულ პერიოდში მსოფლიოს მრავალ თეატრზე იქონია გავლენა. ამავე პერიოდში ბურჟუაზიულ ქვეყნებში ზოგიერთი თეატრი წმინდა კომერციულ გასართობ დაწესებულებად იქცა. ამ ტენდენციას უპირისპირდებოდა აკადემიური ტრადიციების მქონე თეატრები. მათ რეპერტუარშია კლასიკა შედიოდა. დიდ ბრიტანეთში 50-იან წლებში შეიქმნა "გაჯავრებული ახალგაზრდობის" დრამატურგია. 60-იან წლებში აღმოცენდა ექსპერიმენტული თეატრები, რომელთა სცენაზე იდგმებოდა როგორც დოკუმენტური და პოეტური თეატრების სტილის სპექტაკლები, ასევე ლიტერატურული დრამა და დასის მიერ კოლექტიურად შექმნილი სპექტაკლებიც, რომლებსაც ლიტერატურული საფუძველი არ გააჩნიათ. მსოფლიო აღიარება მიოპოვა შექსპირის პიესების დადგმებმა დიდ ბრიტანეთში.

   აშშ-ის ბროდვეის თეატრებს, სადაც ძირითადად მიუზიკლს და გასართობ სპექტაკლებს დგამენ, დაუპირისპირდა "ბროდვეის გარე" თეატრები. 60-იან წლებში განვითარდა მცირე ფორმის "ბროდვეის გარე" ექსპერიმენტული თეატრები, რომლებშიც იდგმებოდა ჰეპინგები, პოლიტიკური მიმოხილვები და სხვა.

   60-70-იან წლებში დასავლეთ ევროპის ახალგაზრდობაში იწყება ინტენსიური თეატრალური მოძრაობა, რომელმაც ასახა "ამბოხებული თაობისათვის" დამახასიათებელი ტიპიური პოლიტიკური და იდეური ტენდენციები. აღმოცენდა უამრავი მუშათა, სტუდენტური, ქუჩის და კამერული ("ჯიბის") პროფესიური თუ სცენის მოყვარეთა თეატრალური კოლექტივები.

   კოლხეთის სამეფოში ძვ.. VIII -ში ქუთასის მახლობლად აშენებული იყო არენა, სადაც ეწყობოდა სპორტული შეჯიბრებები და სხვა სანახაობანი. ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუნტში იყო თეატრის შენობა და იპოდრომი. აგრეთვე გონიოში აღმოჩენილია იპოდრომის ნაშთები. მცხეთის, უფლისციხის, ძალისის, ვანის, ბიჭვინთის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს დიონისეს და მისი თანმხლები სელენეს, სატირებისა და სხვათა მოზაიკური და სკულპტურული გამოსახულებანი. ბრინჯაოსა და ტერაკოტის სარიტუალო ნიღბები ცხადყოფს, რომ ძველად საქართველოში გავრცელებული იყო დიონისეს კულტი. ვანში, სარკინეთში და ძალისში აღმოჩენილი დიონისეს ტაძრები, აგრეთვე კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში (ძვ.. III-IIსს.) შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა თავისი სცენით, ორკესტრითა და მაყურებელთათვის განკუთვნილი ნაწილით ცხადყოფს, რომ ძველად საქართველოში იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ სანახაობით კულტურას.

   შუა საუკუნეების ქართულ ისტორიასა და მხატვრული ლიტერატურის ძეგლებში აღმოჩენილია ძველი ქართული დრამატული პოეზიის ფრაგმენტები და ელინისტური პერიოდის პანტომიმურ წარმოდგენათა ვრცელი აღწერა. ამავე ძეგლებში მიკვლეულია მრავალი ქართული ძირეული თეატრალური ტერმინი, მაგ: მოსაწევართმეტყებე გლოვის მგოსანი, ტრაგიკოსი; წინაგანწმენდა, წინაგანსწავლა კათარსისი; მანქანაბით მოყვანებული ღმერთი დეუს ექს მახინა; მახიობელი დითირამბის შემსრულებელი; მწყობრი მემღერთა მსახიობთა დასი; ტყაოსანი ნიღბოსანი; სახილველი თეატრი; განსაცხრომელი ორკესტრი; სამღერელი სცენა; ეს ძველი ქართული ტერმინები ადასტურებს, რომ საქართველოში არსებობდა ანტიკური თეატრის მიღწევებისა და საკუთრივ ქართული თვითმყოფადი თეატრალური სანახაობის საფუძველზე შექმნილი თეატრალური ხელოვნება.

   ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ წარმართული პოეზია განადგურდა და შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა. პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრი ბერიკაობა.

   შუა საუკუნეებში განვითარდა სასახლის კარისთეატრის ანუ სახიობა ნიღბოსანთა წარმოდგენები მუსიკის თანხლებით, შეჯიბრი მცირე ფორმის თეატრალური სანახაობების ჟანრში. წარმოდგენები იმართებოდა მსახობებისათვის განკუთვნილ შენობებში, სასახლის დარბაზებში. სახიობაში წარმოადგენდნენ ფეოდალებსა და მეფეებისადმი მიძღვნილ ქებას პოეტურ ნაწარმოებებს, რომლებსაც მსახიობები დიალოგის სახით ასრულებდნენ, დგამდნენ სატირულ სცენებს და სხვა.

   გვიანდელი ფეოდალური ხანის (XIV-XVIIსს.) დრამატულ პოეზიაში შენარჩუნებულია სახიობის ეროვნული დრამატურგიის ტრადიციები. თეიმურაზ I-მა (1589-1663) სახიობისათვის დაწერა დიალოგები "ვარდბულბულიანი", "გაბაასება გახაფხულისა და შემოდგაომისა". ასევე არჩილ II- (1647-1713) შექმნა პოლემიკური დრამატურგიის ნიმუშები "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა" ("თეიმურაზიანი"), "გაბაასება კაცისა და სოფლისა". პარალელურად ვითარდებოდა ხალხური დრამა. XIV-XVI-ში შეიქმნა დრამები: "ზვიადა ლობჟანიძე", "ვიცბილი და მაცბილი". XVII -ში კი ხალხური დრამა "შავლეგო", რომელშიც აისახა ქართველი ხალხის ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ.

   XVIII საუკუნეში სახიობის დრამა პოეზიის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა . გურამიშვილმა (დიალოგები "სიკვდილისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა" და "კატისა საწუთროსაგან ცილობა და ბჭობა, ერთმანეთის ძვირის ხსენება").

   XVIII საუკუნის 90-იან წლებში ერეკლე II-ის სასახლესთან შეიქმნა საერო თეატრი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა . ავალიშვილი. ორიგინალური ნაწარმოებების პარალელურად იგდმებოდა რუსულიდან თარგმნილი და გადმოკეთებული პიესები. მუშაობას განაგრძობდა სასახლის კარის თეატრი სახიობა, რომელსაც სათავეში ედგა მსახიობი . მაჩაბელი. 1775 წელს ამ თეატრის მრავალი მსახიობი გმირულად გაეცა აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში.

   დრამატურგიაში გამოიკვეთა ორი მიმართულება რეალისტური და კლასიცისტური.

   XIX საუკუნის 60-90-იან წლებში ქართულ დრამატურგიაში დამკვიდრდა კრიტიკული რეალიზმი. ამ მიმართულების წარმომადგენლები იყვნენ . ჭავჭავაძე და . წერეთელი, რომლებიც დიდ საზოგადოებრივ აღმზრდელობით მნიშვნელობას ანიჭებდნენ თეატრს, მის როლს ხალხის ეროვნული და სოციალური უფლებების დაცვისათვის ბრძოლაში. 1857-1758 წლებში საქართველოში ფართოდ გავრცელდა სცენის მოყვარულ თეატრები, ხოლო . ჭავჭავაძის, . წერეთლისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა თაოსნობით 1879 წელს თბილისში, ერთი წლის შემდეგ კი ქუთაისში მუშაობა განაახლა ქართულმა პროფესიურმა თეატრმა. თეატრების რეპერტუარში იყო . ერისთავის, . ჭავჭავაძის, . წერეთლის, . ცაგარლის, . ერისთავის, . ყაზბეგის, . შერვაშიძის დრამატული ნაწარმოებები, რომლებიც ეხებოდა თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პრობლემებს. პიესებში. ჭავჭავაძის "კაკო ყაჩაღი" (1866) – აისახა ბატონყმობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეები. ისტორიულ პიესებში. ჭავჭავაძის "დედა და შვილი" (1860), . წერეთლის "თამარ ცბიერი" (1885), "პატარა კახი" (1889), . ყაზბეგის "ქეთევან დედოფალი" (1883) – ნაჩვენები იყო ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოული დამპყრობთა წინააღმდეგ, ხალხი წარმოდგენილი იყო სამშობლოს გათავისუფლებისათვის მებრძოლ მთავარ ძალად.

   კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპია . ცაგარელის შემოქმედება. კომედიებში "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" (1878), "ხანუმა" (1882) და სხვა. . ცაგარელმა ასახა ქალაქის ღარიბ ხელოსანთა და წვრილ ვაჭართა წრიდან გამოსული გმირების აქტიური ბრძოლა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.

   XIX საუკუნის 80-90-იან წლებში ქართული თეატრის რეპერტუალში დამკვიდრდა რუსული და უცხოური კლასიკური დრამატურგია. შექსპირის ტრაგედიების ივანე მაჩაბლისეულმა თარგმანებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული თეატრის პროპესული დონის ამაღლების საქმეში.

   თბილისისა და ქუთაისის თეატრში აღიზარდნენ რეალისტური აქტიორული სკოლის გამოჩენილი წარმომადგენლები: . აბაშიძე, . გაბუნია, . ყიფიანი, . მესხი, . გაბუნია, . კლდიაშვილი, . მესხი და სხვა, რომლებიც . აბაშიძის ხელმძღვანელობით აგრძელებდნენ ეროვნული თეატრის საუკეთესო ტრადიციებს, იყენებდნენ რუსულ და ევროპულ თეატრების მიღწევებს.

   კლასიკურ ნაწარმოებებზე მუშაობამ ცხადყო, რომ ქართული თეატრი ეძებდა ახალ თეატრალურ ფორმებს, საკუთარ შემოქმედებით სტილს და იბრძოდა რეალისტური ტრადიციების განმტკიცებისათვის.

   ქართული თეატრის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულმა კლასიკურმა ლიტერატურამ. სპექტაკლები: "ჩატეხილი ხიდი", "სამანიშვილის დედინაცვალი", განამტკიცებდა ქართული სასცენო ხელოვნების რეალისტურ ტრადიციებს.

  20-30-იან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ მსახიობები: . თაყაიშვილი, . გოძიაშვილი, . კვანტალიანი, . ჯაფარიძე და სხვები; რეჟისორები: . თაყაიშვილი, . აბაშიძე, . ინასარიძე, . კვალიაშვილი და სხვები.

   60-70-იან წლებში ქართელი თეატრალური ხელოვნების განვითარებაში აღინიშნა რთული შემოქმედებითი ძიებები. მაყურებელს იზედავდა სპექტაკლები, რომლებიც რეალისტურად აისახა თანამედროვე ცხოვრება. დრამატურგიასა და თეატრში უკცე თამამად ილაშქრებდნენ ცხოვრების შელამაზების ტენდენციების წინააღმდეგ.

  ქართულმა თეატრმა ფართო აღიარება მოიპოვა საერთაშორისო არენაზეც. . დუმბაძის, . იოსელიანის, . ჩხაიძისა და სხვათა პიესები დიდი წარმატებით იდგმებოდა სზღვარგარეთის თეატრების სცენებზე.

   XX საუკუნის თეარტალური ხელოვნება უდიდესი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი დღეს, განვითარების ახალ ისტორიულ სტადიაზე რომანტიზმისა და რეალიზმის ახალი მხატვრული ფორმებით გვევლინება.

   ამრიგად, ქართული თეატრი ასახავს დადებითისა და უარყოფითის ბრძოლას, ამხელს ჩრდილოვან მხარეებს, რითაც მაყურებელს ეხმარება თანამედროვე ცხოვრების რეალური მოვლენების სწორად შეფასებაში.

Hosted by uCoz