სახვითი ხელოვნება

 

    სახვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშები საქართველოში ენეოლითის ხანას გაეკუთვნება. ლითონმქანდაკებლის უძველესი ნიმუში, ლომის მინიატურული ოქროს ქანდაკება, აღმოჩენილია კახეთში, ალაზნის ველის გორასამარხში. ძვ.. II ათასწლ. I ნახ. და შუა ხანებს განეკუთვნება თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილი ოქროს ნივთები ძვირფასი თვლებით შემკული თასი, ფიალა, ნაირგვარი სამკაული, ვერცხლის თასი და ვერცხლისვე საწყაო.

    ანტიკური ეპოქის ოქრომჭედლობის ნიმუშთაგან ახალგორის, განძისა (ძვ.. VI – IVსს) და ვანის (ძვ.. V – IV სს) ნივთები., ვერცხლის ჭურჭელი, ქართული ოქრომჭედლობის მნიშვნელოვან ეტაპს გვიანდელ ანტიკურ ეპოქას, - მიეკუთვნება: ძველი იბერიისა და კოლხეთის ცენტრებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ოქროს ნივთები, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული მხატვრული ნაწარმი, რომელთა ნაწილი ელინისტურ რომაული და ირანული ნიმუშების მიბაძვით არის დამზადებული: არმაზის ხევის ვერცხლის ფიალა ჭაბუკ ანტინოეს პორტრეტით; ბაგინეთის ვერცხლის ფიალა რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის პორტრეტული მედალიონით; არმაზისხევის ვერცხლის ფიალა პიტიახშ პაპაკის პორტრეტით; ვერცხლის პორტრეტი ირანის შაჰინშაჰის ვარაჰრან II-ის, მისი მეუღლისა და უფლისწულის პორტრეტით; წინაფეოდალური ხანის ქართული ვერცხლის ნაკეთობათა ყველაზე გვიანდელი ნიმუშებია ურეკსა (ვერცხლის დიდი ლანგარი) და საჩხერეში, მოდინახეს ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი IV-ის დასაწყისის ნივთები. წინაფეოდალურ ხანაშივე მიეკუთვნება რელიეფური სკულპტურული ფიგურები (ძირითადად ცხოველთა) ქვაზე ამოქვეთილი პორტრეტები, ბრინჯაოს ორიგინალური ბალთები. ვანის არქეოლოგიურ გათხრევის დროს გამოვლენილია არქიტექრუტასთან დაკავშირებული მონუმენტალური ქანდაკების ნიმუშები  (ლომის თავები).

   ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება IV საუკუნიდან, როდესაც ქართლმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ დროიდან მოყოლებული შესაძლებელია თვალი გავადევნოთ ხყროთმოძღვრების განვითარების უწყვეტ სურათს, დავადგინოთ ევოლუციის სტილისტიკური საფეხურები. ქრისტიანულ სამყაროსთან დაკავშირებამ შემოიტანა ახალი თემატიკა ეკლესია-მონასტრების შენობები, მაგრამ საქართველოს არც აღმოსავლურ წყაროებთან გაუწყვეტია კავშირი. ახალ ამოცანებს ქართული ხუროთმოძღვრება შეხვდა სამშენებლო ხელოვნების დარგში მტკიცედ შემუშავებული ტრადიციებით, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი მკაფიოდ გამოსახული ეროვნული სახის გამომუშავებისათვის. შუა საუკუნეების მთელი მონუმენტალური არქიტექტურა ქვის არქიტექრუტაა. კედლების მოსაპირკეთებლად თლილი ქვა იხმარება, გადასახურავად კარამები; არსებითი ელემენტია თაღოვანი  კონსტრუქცია. აგურს კარგა ხანს მეორე ხარისხოვანი ადგილი ეჭირა. მხოლოდ XVI-XVIII საუკუნეებში დაიმკვიდრა მან ადგილი უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში. სტილისტიკური და ეროვნული თავისებურება უკეთ მჟღავნდება საეკლესიო ხუროთმოძღვრულ ძეგლებში, რომელმაც შუა საუკუნეების მანძილზე საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, წამყვანი მნიშვნელობა ჰქონდათ. სამოქალაქო და თავდაცვითი შენობები უფრო ცუდადაა შენახული, სამეფო სასახლეთაგან კი თითო-ოროლა თუ შემორჩა, ისიც ნანგრევების სახით. აღსანიშნავია IV-VI საუკუნეების ფეოდალურად გამაგრებული ქალაქები უჯარმა და განსაკუთრებით თბილისი, რომლის ციხეც პირველად იხსენიება IV საუკუნის მოვლენებთან დაკავშირებით. ციხე-ქალაქთა მშენებლობის შესახებ მოღწეულია წერილობითი ცნობები (მაგ: ლიხნის შერვაშიძეთა სასახლე, ვახტანგ გოგრასლის მიერ არტანუჯის აშენება და სხვა). პირველი კლესია აშენდა IV საუკუნის 30-იან წლებში, დღევანდელი სვეტიცხოვლის ადგილას. მატიანეთა მიხედვით მირიანისა და მისი მემკვიდრის დროს (IV.) ეკლესიები აუშენებიათ ერუშეთში, მანგლისში, ბოდბეში, ნეკრესში, რუსთავში, წუნდასა და თურანისის ცეხეში. დრემდე მოღწეულთაგან უძველესად ითვლება IV საუკუნის მცირე სამლოცველო ნეკრესის მონასტერში. პირველ საეკლესიო შენობებში ჩანს ერთგვარი ჭიდილი ადგილობრივ ტრადიციებსა და გარედან შემოტანილ ფორმებს შორის. უძველესი ქართული ბაზილიკები მცირე ზომისაა და მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ბაზილიკას. პირველი ნამდვილი ბაზილიკა, სიდიდითაც და მხატვრული თვალსაზრისითაც არის ბოლნისის სიონი (478-493). ბაზილიკის მნიშვნელოვანი მინუშია თბილისის ანჩისხატი, ურბნისის, ურიათურბნისა და სხვა ეკლესიები. VI საუკუნიდან უმთავრესი მნიშვნელობა მოიპოვა გუმბათოვანმა ეკლესიებმა. ქართული ეკლესიის ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი, რომლის გარშემო განლაგებული ოთხი მკლავი ქმნის ჯვრის ფორმას. გარედან ჯვარი ზოგჯერ სწორკუთხედშია ჩასმული (მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი, იყალთო) ზოგჯერ გამომჟღავნებულია სწორკუთხა მკლავების სახით (შიომღვიმის ძველი ეკლესია VI-ის, სამწევრისი VII-ის), ზოგჯერ რვა წახნაგშია ჩასმული (მანგლისის ეკლესია თავდაპირველი სახით V. ურიათუბნის დავითიანი VI.). ამ ეკლესიებში შიგნით მხოლოდ აღმოსავლეთ მკლავს აქვს ნახევარწრიული აფსიდი, სხვა მკლავები კი სწორკუთხაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა ტეტრაკონქის (ოთხაფსიდიანი ეკლესია) თემამ: ძველი გავაზი, VI. (სადაც იგი უმარტივესი ფორმითაა წარმოდგენილი), ნინოწმინდის კათედრალი VI. (ჯვრის მკლავებს შორის, დიაგონალზე, ჩამატებულია თითო სათავსი), მცხეთის ჯვარი და მისი ტიპის ძეგლები: ატენის სიონი, ძველი შუამთის დიდი ეკლესია. მცხეთის ჯვრის ტიპი ტეტრაკონქი კუთხის ოთახებით შემუშავდა საქართველოში; მისი პარალელები მოიძებნება მხოლოდ სომხეთში. ასევე ამ ორ ქვეყანაშია შექმნილი გუმბათოვანი ეკლესიის კიდევ ერთი სახეობა მრგვალი გარსშემოსავლებით გარშემორტყმული ტეტრაკონქი (იშხნისა და ბანის კათედრალები ტაოში VII.). VII საუკუნის 20-30-იან წლენში აშენდა ახალი ტიპის ეკლესია წრომის ტაძარი, რომელიც ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შემდგომი განვითარების მომასწავლებელი იყო. ერ არის წაგრძელებული ეკლესია, რომელსაც აქვს ერთადერთი (საკურთხევლის) აფსიდი და სამი სწორკუთხა მკლავი, გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომარე ბოძს (ყველა ადრინდელ ეკლესიაში კედლებს ეყრდნობოდა), ეკლესიის მასები სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. პირველად აქ არის გამოყენებული ჩამოყალიბებული სახით აღმოსავლეთის ფასადის სამკუთხა ნიშანი, რომლების უფრო გვიან ქართულ გუმბათოვანი ეკლესიის აუცილებელ ატრიბუტად იქცა. წრომის ტაძარი ერთ-ერთი ადრინდელი დასრულებული ნიმუშია საქრისტიანო სამყაროსი გავრცელებული .. "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ეკლესიისა.

   VI საუკუნის დასასრული და VII საუკუნის I ნახევარი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოღვრების პირველი აყვავებული ხანაა. ამ პერიოდის ძეგლები სრული მხატვრული სიმწიფით ამოირჩევა და იმ დროინდელი მსოფლიოს ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებს მიეკუთვნება. მკაფიოდ არის გამოკვეთილი სტილური ნიშნები ეს მკაცრი, კლასიკური სტილის არქიტექტურაა, ნათელი ტექტონიკით, დინჯი დახვეწილი პროპორციებით, გაწონასწორებული, სიმეტრიული კომპოზიციებით, სადაც ნათლად არის დასახული (იმ დროინდელი ბიზანტიის ხუროთმოძღვრებისაგან განსხვავებით) ფასადის მხატვრულ გააზრების ამოცანა; ფასადთან მორთულობას დაქვემდებარებული მნიშვნელონა აქვს, მაგრამ გარკვეული ადგილი ეთმობა სკულპტურულ რელიეფებს, რომლებიც მხატვრული მახვილის როლს ასრულებენ.

   ქართულ ხუროთმოძღვრებაში VII საუკუნის II სახევარი – X საუკუნის I ნახევარი მიჩნეულია გარდამავალ ხანად. ხუროთმოძღვრება ამ დროს ვითარდებოდა ცალკეულ ქართულ სამეფო-სამთავროებში: აფხაზეთში, ტაო-კლარჯეთში, კახეთში, ქართლში. დამახასიათებელია ფორმათა და თემთა სიმრავლე და სიჭრელე, შემოქმედბითი ძიება. თანდათან შემუშავდა ახალი ცხოველხატული სტილი, ჩამოყალიბდა საეკლესიო შენობების ახალი ტიპები. ამ ხანას მიეკუთნება ფეოდალური სასახლეები კახეთში (ნეკრესის მონასტერში, ვაჩნაძიანსა და ვანთაში) – გრძელ ოთხკუთხა ორსართულიანი შენობები (ქვედა სართული დამხმარე სადგომებისათვის, ზედა საცხოვრებელი და საზეიმო), რომლებშიც გამოყენებულია ოთახების ანფილადური განლაგების წესი. სამონასტრო მშენებლობა ფართოდ გაიშალა კახეთსა და ტაო-კლარჯეთში, სადაც VIII-IXსს. მიჯნიდან სამონასტრო მოძრაობას სათავეში ჩაუდგა გრიგოლ ხანძთელი. მომდევნო ხანაში აქ აიგო მრავლი მნიშვნელოვანი სამონასტრო ანსამბლი, რომლებშიც ეკლესიების გარდა სახცოვრებელი და სამეურნეო შენობები, სატრაპეზოები და სემინარიებიც შედიოდა (ოპიზა, ხანძთა, შატბერდი, მიძნაძორი. შემედეგ ოთხთა ეკლესია, პარხალი, ოშკი, ხახული, ვაჩეძორი და მრავალი სხვა). ამ დრიოს საეკლესიო ნაგებობათაგან უმნიშვნელოვანებია: სამშვილდის (759-777წწ), ყანჩაეთის (VIII-IXსს) ეკლესიები ქართლში; გურჯაანისა (VIII.) და ვაჩნაძიანი (VIII-IX სს.); ყველაწმინდის ეკლესიები, აკურის ეკლესია (IX.) კახეთში; ბიჭვინთისა და მოქვის კათედრალები აფხაზეთში; ხანძთის, ოპიზის (აღდგენილია X-ში) და სხვა ტაძრები.  

  სახვითი ხელოვნების განვითარების ახალი ეტაპი საქართველოში ქრისტიანობის მიღების შემდეგ იწყება. განსაკუთრებით დაწინაურდა მონუმენტალური ფერწერა, ლითონის პლასტიკური დამუშავება, მინიატურული ფერწერა, რელიეფური ქანდაკება და სხვა.

   მონუმენტალური ფერწერის ძეგლები საქართველოში ადრინდელი ქრისტიანული ხანიდან არის ცნობილი. ჩვენამდე მოღწეულთაგან უძველესია იატაკის მოზაიკები ბიჭვინთის (ძვ. პიტიუნტი) ბაზილიკისა (IV-Vსს.) და შუხუთის აბანოში (V-VIსს, დასავლეთ საქართველო). ეს ძეგლები ზოგიერთი ნიშნით ენათესავება წინა აღმოსავლეთის ელინიზებულ ადრინდელურ ქრისტიანულ ხელოვნებას, მაგრამ ცალკეული მოტივები და ქართული მასალის გამოყენება მიუთითებს, რომ არსებობდა ადგილობრივი სამხატვრო სახელოსნოები. მოზაიკით ეკლესიების კედლებსაც ამკობდნენ, რასაც მოწმობს სმალტის ნაშთები მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის (VI.) საკურთხევლის კონქში.

   გარდამავალ პერიოდში (VIII-IXსს.) ძირითადი ადგილი ფრესკამ დაიკავა. მიმდინარეობდა ანტიკური მხატვრული მემკვიდრეობის ძირეული გადამუშავება ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე. ფორმა სიბრტყობრივად არის გააზრებული, ძირითადი მნიშვნელობა მიენიჭა ორნამენტულ-დეკორატიულ ხასიათის ნახატს (თელოვანი VIII-IX; არმაზი 864; ნესგუნი IX-Xსს; დავითგარეჯის მოხატულებანი საბერეები  IX-Xსს; დოდოს მონასტერი IX.).

   ადრიე ქრისტიანულ ხანაში ფართოდ იყენებდნენ ლითონის მხატვრულ დამუშავებას. შეიქმნა ახალი ხანის საკულტო ძეგლები ხატები, ჯვრები, სახარების ყდები და სხვა.

   შუა საუკუნეების ქართულ ჭედურ ხელოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა კომპოზიციის დეკორატიულ გადაწყვეტას (მესტიის აჟურულმკლავებიანი სამწერობელი, არა უგვიანეს IX, მარტვილის მონასტრის ენკოლპიუმი VIII-IVსს.). ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი დეკორატიულობის და კომპოზიციის მონუმენტურ-დეკორატიული გადაწყვეტის საუკეთესო ნიმუშია ზარზმის ფერისცვალების ხატი (886.), მარტვილის მონასტრის მეორე ენკოლპიუმი (IX-Xსს.).

   ადრინდელ ქრისტიანულ ხანაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა აგრეთვე ქართულმა მინიატურულმა ფერწერამ, რომლის მხატვრული თავისებურებები ხალხურმა დეკორატიულმა ხელოვნებამ და გარედან ნაკარნახევმა მზა სიუჟეტურმა კომპოზიციამ განსაზღვრა.

   ხელნაწერთა დეკორატიული მორთულობის სისტემა ჩამოყალიბდა ქართული კულტურის ცენტრებში: ტაო-კლარჯეთში და დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, უფრო დვიან კი გელათსა და იყალთოს მონასტრებთან არსებულ აკადემიაში; ქართული კულტურის საზღვარგარეთულ კერებში პალესტინაში, სირიაში, მცირე აზიასა და სხვა. ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი და მნიშვნელოვანი დასურათებული ხელნაწერებია: ადიშისა (897.) და ჯრუჭის I (ტექსტი 936, მინიატურები 940) ოთხთავები.

   საქართველოში ადრინდელი ქრისტიანული ხანიდან ფართოდ გავრცელდა ქვის რელიეფური ქანდაკება. ქრისტიანულ ტაძრების დეკორში V-დან მოყოლებული ორნამენტული კვეთის გვერდით გარკვეული ადგილი ეთმობოდა რელიეფებს. ზოგიერთი მოტივი წინა აღმოსავლეთის ადრინდელურ ქრისტიანულ ხელოვნებას ენათესავება (მაგ: ფარშავანგები ჯვრის ორივე მხარეს მკვდრეთით აღდგომის სიმბოლო, ირმები მორწმუნე ადამიანის სიმბოლო), მაგრამ მათ გვერდით გვხვდება ადგილობრივ-წარმართულ კულტურასთან დგაკავშირებული მხატვრული სახეებიც (ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებანი ბოლნისის სიონსა და სვეტიცხოველში, V). წმინდა ქრისტიანული თემებიდან ძლიერ პოპულერული იყო ჯვრის (ქრისტეს) ამაღლება და ღვთისმშობლის განდიდება. V-VIსს-ში ქართულ არქიტექტურაში ფასადური დეკორი მხატვრული ძიების სტადიაში იყო და ამიტომაც ფიგურულ რელიეფს უმთავრესად შინაგანი სივრცის გაფორმებისათვის იყენებდნენ.

   X საუკუნის ბოლო ათეული წლები – XIII-XIV საუკუნეების მიჯნა შუა საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების ხანაა, რომელიც უმეტესად ემთხვევა ქვეყნის გ0აერთიანებისათვის ბრძოლის ბოლო ეტაპებსა და გაერთიანებული სახელმწიფოს ძლერების ხანას. წერილობითი წყაროებისა და შემორჩენილი ნაგებობების მიხედვით ჩანს, რომ ინტენსიური მშენებლობა გაჩაღდა ქალაქებში: გორში, თბილისში, ქუთაისში, დმანისში, სამშვილდეში; შენდებოდა ხიდები, არხები, წყალსადენები, აბანოები, ქარვასლები, საავადმყოფოები, გზები, სამეფო სასახლეები და სხვა. ფართოდ გაიშალა თავდაცვითი მშენებლობა ციხე-სიმაგრეები იცავდა უმთავრეს ცენტრებს, მთავარ გზებს (ხერთვისი, ოქროსციხე, თმოგვი, აწყური და სხვა). ხუროთმოძღვრების განვითარებას ახლაც შეიძლება მივადევნოთ თვალი საეკლესიო შენობების მიხედვით. X საუკუნის ბოლო ათეულ წლებსა და XI საუკუნეშია აგებული საქართველოს ყველაზე დიდი საეპისკოპოსო ტაძრები, რომელთაც ზოგადეროვნული ძეგლების მნიშვნელობა ჰქონდათ. უმთავრესი ადგილი უჭირავს გეგმით წაგრძელებული გუმბათოვანი ტაძრის ტიპს, რომლის მასებიც სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნიან. მკლავების გადაკვეთის ადგილას აღმართულია მაღალყელიანი გუმბათი, რომელიც ოთხ ბოძს (XI საუკუნის შუა წლების შემდეგ ორ ბოძსა და საკურთხევლის კედელთა კუთხეებს) ეყრდნობოდა. X საუკუნის ბილოსა და XI საუკუნის დასაწყისში გავრცელებული ტრიკონქის ტიპი (ალავერდი, ბაგრატის ტაძარი, ოშკი) შემდეგ ხანაში გაქრა. აღმოსავლეთ მხარეს გვხვდება (უფრო იშვიათად, უმეტესად დასავლეთ საქართველოში) გამოშვერილი მრავალწახნაგა აფსიდები. პროპორციები წინანდელთან შედარებით ბევრად უფრო აზიდულია, დამახასიათებელია ცხოველხატულობა, დინამიკურობა, რაც ვლინდება შენობათა მასებშიც და ფასადთა მორთულობაშიც, რომელიც ამიერიდან არსებით როლს თამაშობს. შიგნით კედლები და კერები ერთიანად მოხატულია, ქვაზე ნაკვეთი ორნამენტი გვიჩვენებს ევოლუციას მსუბუქი, თითქოს გრაფიკულ ჩუქურთმიდან ღრმად ნაკვეთ, პლასტიკურ ჩუქურთმამდე. ეპოქის უმთავრესი ძეგლებია: ოშკის (X-ის 60-70 წწ), ხახულის (X. II ნახ.), იშხნის (დასრულებული სახით X I ნახ.), ალავერდი (XI-ის I მეოთხედი), სამთავისი (1030), ნოკორწმინდა (1010-1014წწ.), გუდარეხი (1222-1245), თბილისის მეტეხი (1278-1289წწ.) და სხვა; გიორგი III და თამარის მეფობის დროს შექმნილია ვარძიის კლდეში ნაკვეთი გრანდიოზული მონასტერი. მეორე აყვავების ხანაში გაიზარდა და განვითარდა დავითგარეჯის მონასტერიც.

   სვანეთში ჩვენ დრომდე მოაღწია სხვადასხვა მხატვრული დონის მოხატულობებმა მათ შორის პრიმიტიულმა, ხალხური ხასიათის ფრესკებმა და კვალიფიციური ოსტატების მიერ შექმნილმა მაღალმატვრულმა ნაწარმოებებმა.

   ძლიერ გავრცელებული იყო მთავარანგელოზთა და მეომერ წმინდანთა, პირველ რიგში, წმინდა გიორგის კულტი. აღსანიშნავია თეოდორე მეფის მხატვრის (იფარის 1096, ლაგურკის 1112, ნაკიფარის 1130 ეკლესიები) მიქაელ მაღლაკელის მაცხვარიშის ეკლესის 1140 წლის მოხატულობანი. სვანეთში ფართოდ არის გავრცებული ეკლესიის ფასადების მოხატვა, ჩვეულებრივ მათ არ ამკობენ ქვაზე კვეთილი დეკორით.

   საქართველოს გაერთიანების შემდეგ ქართული კულტურა განვითარდა და უფრო ინტენსიური გახდა (ატენის სიონი, XI). ტაძრების მოზაიკით შემკობის ტრადიცია ეპოქაშიც გაგრძელდა (მარტვილი, მოქვი, ვარძია, იყალთო, ალავერდი, გელათის დიდი ტაძრის საკურთხევლის კონქი).

    XIV საუკუნის ტრადიციები განაგრძო XVსაუკუნის ფერწერამ: ბედია, ხობი, ნაბახტაევი და სხვა. XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ხელახლა მოხატეს ალავერდის კათედრალი. ზემო სვანეთში შემონახულია კომპოზიციურად საერთო შინაარსის მქონე მხატვრობის ნიმუშები (ლაშთხვერისა და ჩაუშის ეკლესიების ფასადებზე).

   X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში აღსანიშნავია ჭედური ხელოვნების ნიმუშები, მათ რიცხვს მიეკუთვნება: ბესიის ოქროს ბარძიმი, ორი წმინდა მეომრის გიორგისა და თეოდორეს ხატი მრავალძალიდან, წმინდა გიორგის ხატი საკაოდან და სხვა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ხატები, ჯვრები, სიუჟეტური კომპოზიციებით მოჭედილი ცალკეული ფირფიტები და სხვა გარშემოვლებულია ორნამენტული ჩარჩოებით.

   დიდი გემოვნებითა და ოსტატობითაა შესრულებული XI -ის დასაწყისში ლაკლაკიძეების ჭედური ხატის ჩარჩოზე წმინდა წერილის ცნებები, მარტვილის საწინამძღვრო ჯვარი (XI. I ნახ.), ნაკიფარისა და მესტიის წმინდა გიორგის ხატები, იელის მაცხოვრის ხატი, ლაგურკის ეკლესიის წმინდა კვირიკეს ხატები და მესტიის, კაცხის, სვავისა და ხარაგაულის ეკლესიების დიდი საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი. ამ ეპოქის დამაგვირგვინებელი ნიმუშია ტონდო, რომელზედაც გამოსახულია წმინდა მამა, გლუვი ფონიდან მაღალი რელიეფის ამოზიდული ლომისა და მასზე მჯდომარე წმინდანის გამოსახულება წარმოგვიდგება თითქოს როგორც მრავალი ქანდაკება.

   X საუკუნის ბოლოდან სკულპტურამ ადგილი დაუთმო ნაწარმოების დეკორატიულ გადაწყვეტას კომპოზიციაში. მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა ორნამენტულ დეკორს თავისი რთული და მრავალფეროვანი მოტივებით; XII -ში წინა პლანზე აყენებდნენ ნაწარმოების დეკორატიულ მხარეს. დიდი რაოდენობით იყენებდნენ მინანქარს, ძვირფას თვლებს, მარგალიტს და სხვა. ფერადოვან მახვილებს (ხახულის ღვთისმშობლის ხატი XII. I ნახ.).

   XII საუკუნის II ნახევრის ოსტატები კვლავ გამოსახავდნენ ადამიანის ფიგურას. ბერთისა (ბეშქენ ოპიზარის ნამუშევარი) და წყაროსთავის სახარების ყდის სიუჟეტურ კომპოზიციებსა და ანჩის ხატის ჩარჩოზე (ბექა ოპიზარის ნამუშევარი) ადამიანის ფიგურები, ისევე როგორც ორნამენტი, ტექნიკურად დიდი ოსტატობითაა შესრულებული, მაგრამ პლასტიკური გადაწყვეტის მხრივ მხოლოდ წინა ეპოქის მიღწევათა განმეორება-მიბაძვაა.

   XIII-XIV სს-ში საქართველოში მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პირობებმა შეაფერხა ჭედური ხელოვნების შემდგომი განვითარება; ამ პერიოდის მხატვრული შემოქმედება მხოლოდ აგრძელებს XI საუკუნის მიღწევებსა და მხატვრულ გადაწყვეტას. ამ დროს ფართოდ გავცელდა განთქმული ხატების ხელმეორედ შემკობა. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხის ათაბაგის დაკვეთით შესრულდა ანჩის ხატის ბუდე. XV საუკუნეში გახშირდა ხატების მთლიანად შტამპური ტექნიკით შესრულება.

   X-XI საუკუნეში საქართველოს საკულტო არქიტექტურაში ჩამოყალიბდა ფასადების დეკორატიული გაფორმების ერთიანი მხატვრულად დასრულებული სისტემა, რაც აისახა ნიკორწმინდის ტაძრის რელიეფში (1010-14წწ.). აქ სხვადასხვა კომპოზიცია (ქრისტეს მეორედ მოსვლა, ფერიცვალება, ჯვრის ამაღლება და სხვა) შინაარსობრივი და მხატვრული გადაწყვეტით ერთმანეთს ეხმაურება და ერთად აღებული ქრისტიანული რელიგიის ზოგადი იდეის ქრისტეს დიდების გადმოცემას ემსახურება. ფასადების მონუმენტალურ-დეკორატიული ქანდაკების განვითარების შემდგომი ეტაპია კაცხის, სცეტიცხოვლის, სამთავისის ტაძრის რელიეფები  (XI -ის I ნახ.).

   X-XI საუკუნეებში განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია აგრეთვე ფორმის ქანდაკებამ, სახელდობრ, კანკელთა რელიეფებმა. კანკელის ზღუდე ინტერიერში იდგმებოდა და საკურთხეველს ეკლესიის სივრცისგან გამოყოფდა. საფარის, ურთხვის, შიომღვიმის ეკლესიების კანკელთა რელიეფები გამოირჩევა დახვეწილი პლასტიკური დამუშავებით, მათში მოჩანს მისწრაფება რთული სიუჟეტური კომპოზიციების ასახვისაკენ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შიომღვიმის კანკელზე წარმოდგენილი კომპოზიცია მონასტრის დამაარსებლის შიო მღვიმელის (VI) ცხოვრებიდან.

   ქართული ქანდაკების დიდებული ძეგლებია აგრეთვე ხეზე კვეთის მაღალმხატვრული ნიმუშები, რომელთა დეკორატიული მორთულობა, ორნამენტულ მოტივებთან ერთად, ფიგურულ რელიეფსაც შეიცავს. ქართველი ოსტატები სხვადასხვა მასალის დამუშავების ტექნიკის ხერხებსაც ფლობდნენ, ამას მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ქანდაკებები, მაგ: წმინდა გიორგის მარმარილოს ხატი ვანიდან, სპილოს ძვლის ტრიპტიკონი რაჭიდან.

    შუა საუკუნეების ქართული ტიხრული მინანქრის ისტორია მოიცავს პერიოდს – VIII-IX საუკუნიდან XIII საუკუნის ჩათვლით და რამდენიმე მოგვიანო ხანასაც. ქართულმა მინანქარმა X-XIII საუკუნეებში დიდი შემოქმედებითი აღმავლობა განიცადა. მისი თავისებურება გამოვლინდა როგორც კოლორიტში, ასევე ტიხრების სისიტემაში, ხაზის ხასიათში, გარკვეულ ემოციურობაში, ზოგჯერ ტიპაჟშიც. ქართული მინანქრის დამახასიათებელი ნიშნები, ერთის მხრივ, განასხვავებს მას ბიზანტიურისაგან, მეორე მხრივ კი აკავშირებს ქართული ხელოვნების სხვა დარგების ძეგლებთან მონუმენტური ფერწერისა და ჭედურობის ნიმუშებთან. ქართული მინანქრისათვის იყენებენ უმაღლესი სინჯის ოქროს ან ოქროსა და ვერცხლის შენადნობს. მას ამკონდნენ ქართული (ასომთავრული) და ბერძნული წარწერებით.

   ქართული მინანქრული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებია: მარტვილის ენკოლპიუმი, რომელზედაც გამოსახულია "ვედრება" (VIII-IXსს), .. კვირიკეს გულსაკიდი და ჯვარი (X), "ჯვარცმის" ხატი გიორგი აფხაზთა მეფის წარწერით (X), გელათის მაცხოვრის ხატის ჩარჩო (XIII), ფირფიტა "მირქმის" და "სულიწმინდის მიფენით" კომპოზიციებით (XII-XIIIსს) და სხვა.

   XI-XII საუკუნეებში საქართველოში ვითარდება მინიატურული ხელოვნება. ბერძენ ოსტატთა მიერ ან მათი მინაწილეობით შემკული ქართული ხელნაწერების გვერდით (ტბეთის სახარება, 995. გელათის სახარება XII, ვანის სახარება XII საუკუნის დასასრული და XIII საუკნის დასაწყისი) გვაქვს ქართველ მხატვრების მიერ ბრწყინვალე ოსტატობით შესრულებული მინიატირები, რომლებიც მხატვრული დონით არ ჩამოუვარდებოდნენ ბერძნულს. ეს მხატვრები თავისუფლად ფლობდნენ ბერძნული მინიატურების მრავალშრიანი წერის რთულ ტექნიკას (ალავერდის ოთხთავი, 1054, ზატიკის XII საუკუნის I ნახ.). განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯრუჭის მეორე ოთხთავის მინიარუტები შუა საუკუნეების ქრისტიანული ფერწერის ყველაზე ადრინდელი უნუკალური ძეგლი რომელშიც მკაფიად გამოვლინდა ინტერესი მოცულობის, სივრცისა და ემოციური გამომხატველობის პრობლემისადმი.

   XIV მინიატურაში გამოვლენილი პალეოლოგური სტილის ნიშნები ფორმათა ცხოველხატური დამუშავება (მოქვის სახარება, 1300) ახალი ტანდენციების მაჩვენებელია, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ ფარგლებში სტილის მკაფიოდ გამოხატული თვითმყოფადობის დაკარგვასაც მოწმობს. თუმცა ნიმუშები (ლარგვისის ზატიკი, XIX – XVსს) პალეოლოგთა სტილი ტრანსფორმირებულია, გამარტივებულია ხაზობრივ-გრაფიკული ხერხებით.

   XV ხუროთმოძღვრებაში ძირითადად აღადგენდნენ თემურ-ლენგის შემოსევათა დროს დაქცეულ საცხოვრებელ, სამეურნეო შენობებსა და ეკლესიებს (სვეტიცხოვლის აღდგენა ალექსანდრე I-ის მიერ). XVI-XVIII სს-ში მშენებლობა მიმდინარეობდა უკვე ფეოდალურად დაქუცმაცებულ ქვეყანაში. ამით აიხსნება ბევრი ახალი ფეოდალური რეზიდენციისა და მათთან დაკავშირებული ეკლესიების აგება. თბილისის გარდა ინტენსიური მშენებლობა გაჩაღდა ახალ საქალაქო ცენტრებში (თელავი, გრემი), აშენებდნენ ახალ ციხე-სიმაგრეებს (ანანური XVII, ქსნის ციხე XVI- XVIIIსს; ქოლაგირის ციხე XVIIIსაუკუნის დასასრული) და აახლებდნენ ძველებს; აგებდნენ ხიდებს, ფეოდალურ სასახლებს. საეკლესიო არქიტექტურაში, გარდა გუმბათოვანი ტაძრის ტრადიციული ტიპისა, მკაფიოდ გამოჩნდა დიდი ხნის მივიწყებული ტიპებიც (მაგ: "თავისუფალი ჯვრის" ტიპი). გაღრმავდა XIII-XIV სს მიჯნაზე გამომჟღავნებული სტილისტიკური ნიშნები. აღმოსავლეთ საქართველოში საეკლესიო, განსაკუთრებით სასახლეთა შენობებში შესამჩნევია ირანული არქიტექტურის გავლენა. უმთავრესი ძეგლებია: ბატონის ციხე (XVII-XVIIIსს) თელავში, ანანურის ანსამბლი (ციხის შიგნით XVII საუკუნის ორგუმბათოვანი ეკლესია) არაგვის ხეობაში, ჭადიჯვრის ეკლესია ქართლში (1668), ახალი შუამთის, გრემის, ჭიკაანის და სხვა ეკლესიები კახეთში (XVI), ბარაკონის ეკლესია რაჭაში (1753), თბილისის სიონი (რესტავრირებულია 1710, ვახტანგ VI-ის დროს), ნინოწმინდისა (XVI) და თბილისის ანჩისხატის (1675) სამრეკლოები, მრავალრიცხოვანი კოშკები, უმეტესად ქართლსა და კახეტში, .. გალავნები, რომლებშიც იხიზნებოდა კახეთის მოსახლეობა ლეკიანობის დროს.

   განსაკუთრებით მრავალფეროვანია ხალხური ხუროთმოძღვრება, რაც აიხსნება საქართველოს განსხვავებული ბუნებრივი პირობებითა და სოციალური განვითარების სხვადასხვა დონით, სხავადასხვა კუთხეში. აღმოსავლეთ საქართველოსა და მთიანი საქართველოსთვის დამახასიათებელია რელიეფთან შეთანხმებული კომპაქტური განაშენიანება; მთიან რაიონებში გლეხის სახლი ასრულებდა საცხოვრებო, სამეურნეო და თავდაცვით ფუნქციას; შემუშავდა ციხე-სახლის ტიპები: სვანეთში, ხევსურეთში, ფშავსა და ხევში საცხოვრებელ კომპლექსში ხშირად შედის კვადრატული ქვის კოშკი. ძველი სვანეთის პიეზაჟის ერთი ძირითადი ნიშანი იყო მრავალკოშკიანი სოფლები. ხევსურეთში შემორჩენილია ერთიანი გამაგრებული სოფელი შატილი. ქართლსა და მესხეთში (სოფლებშიც და ქალაქებშიც თბილისში, ახალციხეში) ძველთაგანვე გავრცელებული იყო დარბაზის ტიპის საცხოვრებილი, რომლის პროტოტიპიც აღწერა ვიტრუვიუსმა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში საცხოვრებელი კომპლექსი ცალკეული შენობებისაგან შედგებოდა - საცხოვრებო ბინა ცალკე და შენობა სამეურნეო დანიშნულებისათვის (სასიმინდე, საქათმე, სამზარეულო და სხვა). გავრცელებული იყო ოდა სახლის ტიპი, რომელიც თავისი ფუნქციური მიზანშეწონილობის წყალობით ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. ქართველი გლეხის საცხოვრებელი სახლი მაღალი ხელოვნების ნიმუშია და განვითარებულ ესთეტიკურ გემოვნებას მოწმობს. დარბაზის განმსაზღვრელი ელემენტებია გვირგვინი (ხის საფეხურებიანი გადახურვა, რომელიც გუმბათისებრ სივრცეს ქმნის და ზემოთ დატანებული აქვს სარკმელი შუქისათვის და შუა ცეცხლის კვამლის გასასვლელად) და ხის დედაბოძი, რომელიც კვეთილი ორნამენტით იყო შემკული. დარბაზის ტიპის შემადგენელი ელემენტია მხატვრულად დამუშავებული ბუხრები. მხატვრულად არის დამუშავებული აგრეთვე სვანური სახლების მაჩუბები, დასავლეთ საქართველოს ოდა სახლის შიდა კედლები, ბუხრები, ხის აივნების მოაჯირები, საინტერესოა აგრეთვე ხის ავეჯი, რომლის ნიმუშები ბოლო დრომდე უმეტესად საქართველოს მთიანეთმა შემოგვინახა.

   XVI. II ნახევარში მხატვრობის მრავალი ძეგლები შეიქმნა სამთავროს, ნეკრესის, გრემის, ახალი შუამთის, სამების, მაწილობრივ ალავერდისა და სხვა ტაძრებში. ზოგიერთ მათგანში ჯერ კიდევ ჩანს გვიანდელი პალეოლოგური ფერწერის ტრადიციები.

    ხალხური ხელოვნების ნიმუშები აღქმის უშუალობა და გამომხატველობა უფრო მატად მცირე ზომის რიგითი ეკლესიების კედლების მხატვრობაშია შემონახული, მაგრამ შემოქმედებითი ძალების ნაკლებობის გამო აუცილებელი გახდა უცხოელი მხატვრის მოწვევა. მოიწვიეს ბერძნები (გრემი, ნეკრესი), აგრეთვე მოსკოველი მხატვრებიც, რომლების საქართველოში ჩამოვიდნენ XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მოწვევით (სამთავრო, სამება, ალავერდი). 

   ინტენსიურად მიმდინარეობდა ეკლესიების მოხატვა. XVII საუკუნეში მოიხატა ხობის, ხონის, გელათის, წალენჯიხის, მარტვილის, ნიკორწმინდის, ერკეთისა და სხვა ეკლესიები დასავლეთ საქართველოში. მცხეთის სვეტიცხოველი, სამთავისი, ბოლნისი და სხვა ქართლში. 1643 წელს ქართველმა და ბერძენმა ოსტატებმა განაახლეს იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის მოხატულობა, რომელიც შეიცავდა საქართველოს მრავალი ისტორიული მოღვაწის პორტრეტს, მათ შორის შოთა რუსთველისაც.

   XVI საუკუნიდან აღმავლობა განიცადა ქართულმა ოქრომჭედლობამ, რომლის აღორძინებასა და განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა მამნე ოქრიმჭედლის (XVI-ის დასაწყისი) შემოქმედებამ (სადგერისა და ბარაკონის საკურთხევლის წინამდებარე ჯვრები, შემოქმედის ტრიპტიქონი). XVI საუკუნის ძეგლები დიდი სიმრავლით გამოირჩევა; ამ დროს შეინიშნება სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობანი, ჩვდება ახალი, მანამდე სრულიად უცნობი თემები და მოტივები, ახალი მხატვრული ხერხები. ხატებზე გამოსახავდნენ ხატის დამკვეთთა რელიეფურ ფიგურებს (ისტორიული პირები, ერის კაცნი თუ ეკლესიის მესვეურნი). XVI საუკუნის ქართული ხატებიდან რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა (ორნამენტის მიხედვით), მათგან ორნამენტის სრულიად ახლებული ტექნიკური დამუშავებით (ჭედურობისა და გრავირების ნაცვლად ორნამენტი ამოკვეთილია, ამოჭრილია ლითონზე) მკვეთრად გამოირჩევა კახეთში დამზადებული ოქროს ხატების გჯუფი: (ათი ხატი) შუამთის "ღვთისმშობელი", ალავერდის "მაცხოვარი", თელავის "ვედრება"  და სხვა.

  XVII საუკუნე ისევე როგორც XVI საუკუნის ზოგი ჭედური ძეგლების კომპოზიცია ადრინდელი ნიმუშებითაა შთაგონებული (მაგ: ცაიშისა და მარტვილის "თორმეტი დღესასწაულის ხატები"), მაგრამ შეიქმნა ისეთი ნაწარმოებებიც, რომლებშიც შეინიშნება უცხოური გავლენა. უკვე XVI საუკუნის II ნახევარში რამდენიმე ხატი მიუთითებს ქართული ოქრომჭედლობის გარკვეულ კავშირზე სპარსულ სამყაროსთან (კახეთის ხატების ორნამენტის ტექნიკა და თვით ორნამენტული ნახატიც). XVII საუკუნეში ქართულ ჭედურობაში თავი იჩინა "ევროპეიზმის" ელემენტებმა (ანჩის ხატის კარედის გარეთა მოჭედილობის "სერობის" კომპოზიციის იკონოგრაფია, ამავე ხატის არქიტექტურული მოტივი "ურწმუნო თომას" სცენიდან), რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა XVIII საუკუნეში, რუსეთთან საქართველოს დაკავშირების შემდეგ. ამ დროს შეინიშნება თვით რუსეთის ხელოვნების კვალიც. XVIII საუკუნის საქართველოში შეიქმნა ქართული ძეგლების დიდი ჯგუფი, რომელიც მთლიანად ევროპულ ტრადიციებზე აღმოცენდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ძველი ქართული ჭედური ხელოვნება ძირითადად უწყვეტ ხაზს აგრძელებს.

   ისტორიული ვითარების შემდეგ XV-XVII საუკუნეებში საქართველო ირანისა და თურქეთის კულტურულ-პოლიტიკური ზეგავლენის სფეროში მოექცა. ამ პერიოდის მინიატურულ მხატვრობაში შეინიშნება ორი მიმართულება: რელიგიური შინაარსის ხელნაწერებისათვის დამახასიათებელია ორიენტაცია ჩვეულ ტრადიციებზე, რომელთაც განსაზღვრავს .. პოსტბიზანტიური სტილის თავისებურებანი (ანჩის ხატის გულანი 1681), ისლამური ხელოვნების გაძლიერების პირობებში ეს ორიენტაცია ეროვნული კულტურის განმტკიცების ხასიათს ატარებდა. საერთო შინაარსის მინიატურები, პირიქით, ირანული ხელოვნების აქტიური გავლენის მაჩვენებელია, მაგრამ მათ შორისაც გამოიყოფა მინიატურების ჯგუფი, რომლებშიც ჩანს ადგილობრივი მხატვრული ტენდენციები, რაც გამოიხატა კომპოზიციის შედარებით სივრცობრივ ხასიათში, კოლორიტის მეტ თავშეკავებულობაში ("ზილიხანიანი", XVI).

   XVII საუკუნიდან ხელნაწერებში ჩნდება რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ხელოვნების გავლენის ნიშნები (სამყაროს შექმნის სცენების ასახვა, კომპოზიციის სივრცობრივი ორგანიზაცია და ფორმათა მოცულობითი მოდელირების ტენდენცია, მამა ყანჩაეთის ჟამ-გულანის მინიატურებში, 1679). ამ პერიოდიას მინიატურები მოწმობს იმას, რომ ძველი მხატვრული შესაძლებლობანი ამოიწურა. ქართული მინიატურა, ისევე როგორც მონუმენტური ფერწერა დგება რადიკალური გარდატეხის აუცილებლობის წინაშე, მან ორიენტაცია აიღო რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ხელოვნების მიღწევებისკენ.  

Hosted by uCoz