ქორეოგრაფია

 

   ქორეოგრაფია არის ცეკვის ხელოვნება. ტერმინი  "ქორეოგრაფია" შემოიღეს XVIII საუკუნის დამდეგს, როცა სათავე დაედო ცეკვების ჩაწერის სისტემას.

   პირველი ცეკვა შეიქმნა უძველეს დროში და გამოხატავდა ხალხის შრომითი თუ სამხედრო გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ცეკვამ, როგორც თეატრალიზებულმა სანახაობამ, პროფესიული ხასიათი მიიღო. ხალხურ ცეკვას მჭიდრო კავშირი ჰქონდა შრომის პროცესებთან, წარმართულ და საყოფაცხოვრებო წეს-ჩვეულებებთან. თანამედროვე ქორეოგრაფია მოიცავს საბალეტო ხელოვნებას, ხალხურ საესტრადო და სამეჯლისო ცეკვებს. ქორეოგრაფია სინთეტური ხელოვნებაა, მისი აუცილებელი კომპონენტებია მუსიკა (უძველეს ხანაში დასარტყმელი საკრავების რიტმი), მხატვრული გაფორმება (კოსტუმი, დეკორაცია, რეკვიზიტი) და დრამატურგია.

    ცეკვა, დასტულებულ მხატვრულ სახეს ქმნის მოცეკვავის თავის, ტანის და კიდურებიბს მოძრაობით, აგრეთვე ჟესტიკულაციით. მოძრაობათა მეშვეობით მატერიალური სამყაროს მიმართ ადამიანის დამოკიდებულების გავლენა, ამ მოძრაობათა სისტემატიზაცია მრავალსაუკუნოვანი კულტურულ ისტორიული პროცესია, იგი დაკავშირებულია შრომის პროცესებთან, უპირველეს ყოვლისა, შრომის ყველაზე ადრინდელურ სახესთან ნადირობასთან. პირველყოფილ ადამიანში, ნორმალური მეტყველებისა და საერთოდ ენის ჩამოყალიბებამდე ცეკვა თხრობის ერთ-ერთი საშუალებაც იყო, მოგვიანებით სამონადირეო ცეკვებში თავს იჩენს მისტიკური ელემენტები, რაც, ბუნების აუხსნელი მოვლენების წინაშე ადამიანის კრძალვის გამომხატველია. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი რელიგიურ მისტიკური ხასიათის, საფერხულო წყობის უძველესი ცეკვები, ქალღმერთ დალის პატივსაცემი "დალი კოჯას ხელღვაჟალე", (დალი კლდეში მშობიარობს), "ბაილ ბეთქილ", "ლილე", "ადრეკილაი", "დიდებაი" და სხვა. საზოგადოების განვითარების შემდგომ ეტაპზე როდესაც ადამიანმა ბუნების მრავალი საიდუმლო ამოხსნა, ცეკვამ თანდათან დაკარგა რელიგიურ მისტიკური ხასიათი და საწესჩვეულებო-რიტუალურ ფორმად იქცა. უფრო გვიან კი, მოძრაობათა დახვეწისა და მხატრული განზოგადების შადეგად იგი ჩამოყალიბდა როგორც ხელოვნება. განვითარების ასეთი გზა განვლო უძველესმა მონადირულმა ცეკვებმა; სვანურმა "ლემჩილმა", "სანადირო", "ამირანის ფერხულმა" და სხვა საბრძოლო ("ხორუმი", "ზემყრელო", "თამარ დედოფალ" და სხვა), აგრეთვე საყოფაცხოვრებო შინაარსის, სატრფიალო და სახუმარო ცეკვებმა. ყოველ ხალხს თავისი საკუთარი საცეკვაო ტრადიცია, საკუთარი ქორეოგრაფიული ენა, პლასტიკური გამომსახველობის ხერხი გააჩნია. ასეთი ინდივიდუალობა ქმნის საცეკვაო სისიტემას: ევროპული (კლასიკური ცეკვები), აზიისა და აფრიკის ქვეყნების ცეკვები და სხვა. ცეკვის განვითარების ისტორიის პროცესში ჩამოყალიბდა მისი ძირითადი სახეობანი: ხალხური ცეკვები, სასცენო, სამეჯლისო ცეკვები, კლასიკური ცეკვები, სახასიათო ცეკვები და ცეკვა "მოდერნი".

    როგორც ვიცით, ქართულ-ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა, საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ ბალეტს.

    ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული-ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის ("შუშპარ") პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ცეკვის "ფერხულის" რიტუალურ ხასიათს ადასტურებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ.. II ათასწლ) - ნიღბებიან მონადირეთა როკვა, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმია მიძღვნილი. დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირო ცეკვაში შეიჭრა რიტმული ტანვარჯიშის ილეთები, უფრო გვიან კი იგი მებრძოლი ხასიათის ტონებთ შეივსო. ასე შეიქმნა საცეკაო  -  პანტომიმია, ფართოდ გავრცელებული ცეკვა "ხორუმი".

   ბაგინათეს გათხრების დროს აღმოჩენილ ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ..VI.) გვაფიქრებინებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც. ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართულმა ცეკვამ "სამაია", რომელიც ძეობის ოჯახურ დღესასწაულზე სრულდებოდა. "სამაიას" სამი მოცეკვავე ასრულებს და ეძღვნება ნაყოფიერების ქალღმერთს - მთვარეს. დროთა განმავლობაში `სამაიამ~ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა; შემსრულებელთა რაოდენობაც მთელ რიგ შემთხვევაში აჭარბებს წეს-ჩვეულებათა დაკანონებულ რიცხვს - სამს.

   მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების შექმნა, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში "მელია-ტელეფია", "ფერხული-ოსხაპუე", "სართულიანი ფერხული" ("ზემყრელო", "აბარბარე", "მირმიქელა" და სხვა). ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა "სახიობა", რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანხმლები ელემენტი იყო. "სახიობის" მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის, განსაკუთრებული დიალოგური ფორმა. იგი სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, .. ქალ-ვაჟიანით. ჩვენს დროიდე მოღწეულ რომანტიკულ ხასიათის წყვილთა ცეკვებიდან უძველესია ცეკვა - "ქართული" (ძველად ეწოდებოდა "სადარბაზო", "სანადიმო", "საარშიყო").

   XIX საუკუნის დასასრულიდან ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების პროცესი ერთგვარად შეწყდა და გარკვეული ხნის შემდეგ განახლდა. დროთა განმავლობაში მრავალი საცეკვაო კოლექტივი შეიქმნა, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას საზღვარგარეთ. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს სახალხო ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე . ბაქრაძე, ქორეოგრაფი საქართველოს სახალხო არტისტი . დარახველიძე). სიმღერისა და ცეკვის სახლმწიფო ანსანბლმა "რუსთავმა" (მხატვრული ხელმძღვანელი . ერქომაიშვილი)

  ქართული ხალური ქორეოგრაფიის განვიტარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ქორეოგრაფებს საქართველოს სახალხო არტისტს . ბაგრატიონს, საქართველოს ხელოვანთა დამსახურებულ მოღვაწეს . სალუქვაძეს, საქართველოს დამსახურებულ არტსტს . რაქვიაშვილს, საქართველოს სახალხო არტისტს . ლომთათიძეს, საქართველოს ხელოვანთა დამსახურებულ მოღვაწეს . ბახტაძეს, . გუმბერიძეს . ჩივაძეს, . ასათიანს, . ჭოხონელიძეს და სხვებს.

   საცეკვაო ხალოვნების ერთ-ერთი ხელოვნებაა აგრეთვე ბალეტი. ერმინ "ბალეტით" უმთავრესად გამოხატავდნენ ევროპაში XVI-XIXსს-ში ჩამოყალიბებულ კლასიკურ ბალეტს, თუმცა XX საუკუნეში მან მოიცვა აღმოსავლეთი ქვეყნების ქორეოგრაფია.

   ბალეტი შეიქმნა იტალიაში (შემდეგ სხვა ქვეყნებში) ჩასახული თეატრალიზებული ცეკვის ფორმირების პროცესში. პირველ საბალეტო წარმოდგენად მიჩნეულია 1489 წელს ტორტონაში აზნაურ ბერგონცო დი ბოტოს მიერ მილანის ჰერცოგის ქორწილთან დაკავშირებით დადგმული მითოლოგიური სიუჟერის პანტონიმა. XVI-ში სცენურ ცეკვას, რომელიც ადრე სპექტაკლებში დივერტისმენტების სახით შედიოდა, საფუძვლად დაედო დრამატურგია და სინთეზური წარმოდგენის ნაწილად იქცა. პირველი მთლიანსიუჟეტიანი სპექტაკლები გაჩნდა საფრანგეთში XVI. II ნახევარში. იმ დროს ბალეტი გამოყოფილი არ იყო სიმღერისა და სალაპარაკო ტექსტისაგან. პროფესიონალი მოცეკვავეების გამოჩენისთანავე იწყება საცეკვაო ტექნიკის განვითარება. XVII. ბოლოს შემუშავდა საბალეტო სპექტაკლის თემატიკა და ფორმის განმსაზღვრელი კანონები, შეიქმნა თეატრალიზებული ცეკვის სახეებიც.

   XVIII. ინგლისში, ავსტრიაში, შემდეგ საფრანგეთშიც ბალეტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი ხელოვნება.

   XIX. II ნახევარში, რომანტიზმის კრიზისის პერიოდში, საბალეტო ხელოვნებამ ევროპაში დაკარგა ღრმა ადამოანური შინაარსი. ამ მოვლენამ გამოძახილი ჰპოვა რუსეთის ბალეტშიც. საბალეტო მუსიკის განვითარების ახალი ეტაპი დაკავშირებულია . ჩაიკოვსკის, . გლაზუნოვის სახელთან.

   XIX-XXსს. მიჯნაზე რუსეთში საბალეტო ხელოვნება გამოიკვეთა, როგორც ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახე. ბალეტისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა 1909 წლიდან. პარიზსა და ლონდონში გამართული "რუსული სეზონების" შემდეგ გაჩნდა მრავალი სკოლა "თავისუფალი" ცეკვისა, რომლის საფუძვლად ითვლება . დუნკანი. რუსული ბალეტისა და ეროვნულ ტრადიციათა შერწყმის შემდეგ თითქმის ყველა ქვეყანაში შეიქმნა ბალეტის საკუთარი ეროვნული სკოლა. საფრანგეთში 1929 წლამდე არსებობდა "რუსული სეზონების" დასის საფუძველზე არსებული ". დიაგილევის რუსული ბალეტი", რომლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კომპოზიტორებს . სტრავინსკის . პროკოფიევს, . დებიუსის, მხატვრებს . ლეჟავას და . შაგალს, ბალეტმაისტერებს . მიასინს, . ბალანჩინს და . ნიჟინსკაიას. 20-30–იან წლებში აქტიურად მუშაობდა არიზის "გრანდ-ოპერის" საბალეტო დასი (ბალეტმაისტერი . ლიფარი და სხვა). 40-50–იან წლებში იქმნებოდა სხვა კოლექტივებიც, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ . პტი, . ბაბილე, . შარა. ინგლისურმა საბალეტო ხელოვნებამ ეროვნული პანტომიმის ტრადიციები შეუსისხლხორცა რუსული ბალეტის პრინციპებს, რამაც გამოხატულობა ჰპოვა ბალეტმაისტერ . დევალვას დადგმებში. აშშ-ში ბალეტმაისტერ . ბალანჩინი ქმნის უსიუჟეტო ბალეტს, რომელშიც განვითარება ჰპოვა . პეტიპას პრინციპებმა. ბალეტმაისტერების . ტიუდორისა და . დემილის დადგმებში შერწყმულია "თავისუფალი" ცეკვა კლასიკურ ბალეტთან. 30-იან წლებში აღორძინდა მდაბიური ბალეტი; დაიწყო ბალეტის აღმავლობა იტალიაში, ავსტრიაში, შვეციაში, II მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. ბალეტი განვითარდა აგრეთვე პოლონეთში და უნგრეთში; საბალეტო თეატრები დაარსდა ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთსა და ბულგარეთში; ბალეტი გაჩნდა ასევე ისეთ ქვეყნებშიც, სადაც ადრე არ იყო საბალეტო ხელოვნება (თურქეთი, იაპონია, ავსტრალია და სხვა).

   XIX-ის შუა წლებში ჩაისახა პროფესიული საბალეტო ხელოვნება. 1851 წელს თბილისში გაიხსნა საოპერო თეატრი, სადაც იდგმებოდა რუს და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებ. საოპერო დასთან ერთად არსებობდა მცირე საბალეტო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსკოვის საბალეტო სასწავლების პედაგოგი, ბალეტის მსახიობი . მანოხინი. იგი თვითონაც მონაწილეობდა საოპერო სპექტაკლებში, წარმოადგენდა ნაწყვეტებს ლოვენსკიოლდის ("სილფიდა"), დრიგოს ("ჯადოსნური ფლეიტა"), ლიადოვის ("ჯადოსნური ტბა") და სხვა ბალეტებიდან.

   80-90-იან წლებში თბილისში სისტემატიურად ჩამოდიოდნენ საბალეტო ანსამბლები - "პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი", გამოდიოდნენ რუსეთისა და საზღვარგარეთის ბალეტის ოსტატები . გელცერი, . ტიხომიროვი, . და . ფოკინები, . ფიოდოროვა, . დუნკანი, და სხვა. თეატრის რეპერტუარში იყო ჩაიკოვსკის ბალეტები, გლაზუნოვის "რაიმონდა", პუნის "კუზიანი კვიცი", ჰერტელის "ამაო სიფრთხილე" და სხვა.

   XX-. 10-იან წლებში თბილისის საბალეტო დასს ხელმძღვანელობდნენ . რომანოვსკი და . ვაკარეცი (პრიმა-ბალერინა . ბაუზერსაქსი), 1919-22 სეზონებში. მორდკინი. ამ სახელგანთქმული მოცეკვავის მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია თბილისის საბალეტო დასს. აღსანიშნავია . მორდკინისა და . მარჯანიშვილის შემოქმედებითი თანამშრომლობა 1919 წელს კიევში "ფუენტე ოვეხუნას" ("ცხბრის წყარო") დადგმისას. ამ ლეგენდარულ სპექტაკლში . მორდკინმა შექმნა ბრწყინვალე ქორეოგრაფია. თბილისში . მორდკინმა დააარსა სტუდია, რომელშიც შევიდა . პერინის სტუდიის ზოგიერთი მოსწავლე და ამ ახალდაარსებული დასით დადგა რანდენიმე საბალეტო სპექტაკლი (მაგ: დელიბის "კოპელია', ადანის "ჟიზელი" და სხვა). 1916 წელს სახაზინო თეატრის პრიმა-ბალერინას . პერინის ხელმძღვანელობით გაიხსნა ადგილობრივი კადრების აღზრდის პირველი კერა - საბალეტო სტუდია, სადაც დადგეს საინტერესო საბალეტო წარმოდგენები - . დელიბის "კოპელა", საცეკვაო აქტი მეტერლინკის "ლურკ ფრინველში" და სხვა მრავალი საკონცერტო პროგრამა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბალეტმაისტერ . ბექთაბეგიშვილის მიერ დადგმული . ბაიერის ბალეტი "თოჯინათა ფერი". პერინის სტუდიაში აღიზარდა საბალეტო ხელოვნების მრავალი გამოჩენელი ოსტატი: . და . ალექსიძეები, . მაუერი, . ვირსალაძე, . გვარამაძე, . რამიშვილი, . ჭაბუკიანი და სხვები. აქვე უნდა აღინიშნოს პირველი ქართული პროფესიონალი მოცეკვავის ალექსი ალექსიძის (სონღულაშვილის) მოღვაწეობა. 80-90-იან წლებში იგი გამოდიოდა . რუბინშტეინის "დემონში", . გლინკას "რუსლან და ლიუდმილაში". 1895 წელს პარიზში საქართველოს ეთნოგრაფიულ გამოფენაზე . ალექსიძე ქართული ცეკვის საუკეთესო შესრულებლისათვის დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1902 წელს მან თბილისში გახსნა ქართული ცეკვის პირველი სტუდია, რაც იმ დროისათვის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო.

   1921 წელს განსაკუთრებით გამოცოცხლდა საბალეტო ხელოვნება. მორდკინის "სეზონების" შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე არა ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი დაიდგა (ბალერმეისტერმა . დისკოვსკიმ დადგა მუსორგსკის "ღამე შიშველ მთაზე", . მოისევმა ადამის "ჟიზელი" და ჩაიკოვსკის "გედის ტბა", 1924-25 წლებში ბალეტმეისტერმა . სერგეევმა ახალი რედაქციით დადგა დელიბის "კოპელია", ეიხენვალდის "ფასკუნჯი", რიმსკი-კორსაკოვის "ესპანური კაპრიჩო" და "შეჰერეზადა").

   1927 წელს ბალეტმეისტერმა . ლუკინმა დადგა ბალეტი "'კარმენსიტა" - ბიზეს ოპერის სიუჟეტის თავისებური ქორეოგრაფიული წარმოდგენა, რომელშიც გამოყენებული ოყო ესპანური საცეკვაო მასალა. 1927-28 წლის სეზონში . არბატოვის რედაქციითა და გაფორმებით დაიდგა დელიბის "კოპელია" და ადანის "ჟიზელი". 1928 წლის შემოდგომაზე ბალერმეისტერმა . ბალანოტიმ დადგა ჩაიკოვსკის "გედის ტბა", 1929 წელს . ცაპლინმა  -  გლიერის "წითელი ყაყაჩო", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. 10-იანი წლებიდან დაწყებული თბილისის საბალეტო დასში მუშაობდნენ: . ბარხუდაროვი, . გორსკი, , რამიშვილი, . სულხანიშვილი, . სუხიშვილი, . ჭაბუკიანი და სხვები.

   1937 წელს მოსკოვში ჩატარდა ქართული ხელოვნების პირველი დეკადა. დეკადის დღეებში მაყურებელმა ნახა ეროვნული მუსიკალური კულტურის საუკეთესო ნიმუშები. დედაქალაქის საზოგადოებამ და პრესამ მაღალი შეფასება მისცა . ჯავახიშვილის მიერ დადგმულ ქართულ ცეკვებს - . ფალიაშვილისა ("აბესალომ და ეთერი" და "დაისი") და . ბალანჩიბაძის ("დარეჯან ცბიერი") ოპერებში. 1936 წლის 28 დეკემბერს, დეკადაზე გამგზავრების წინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჩატარდა ქართული ბალეტის - . ბალანჩივაძის "მზეჭაბუკის" პირველი წარმოდგენა. დეკადის დასკვნით ნაწილში შესრულდა ფრაგმენტი ბალეტიდან "ხორუმი", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

   1938 წელს შეიქმნა პირველი ქართული ბალეტი თანამედროვე თემაზე, ეს იყო . თაქთაქიშვილის "მალთაყვა".

   ქართული ბალეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს სახალხეო არტისტს . ჯავრიშვილს. მაღალმა ერუდიციამ, მხატვრულად დასრულებული ფორმის გამოძერწვის უნარმა განაპირობა მის მიერ დადგმული ქართული ცეკვების დიდი წარმატება თბილისის საბალეტო  სცენაზე, ცეკვები "ქართული", "მხედრული", "ფერხული" და სახუმარო კვარტეტი "ქართული" ("დაისში"), "დავლურ-მთიულური" ("'კაკო ყაჩაღში") შეიძლება ხალხური ცეკვების თეატრალიზაციის კლასიკურ ნიმუშებად ჩაითვალოს. . ჯავახიშვილმა 1934 წელს . პერინის სტუდიის ბაზაზე დააარსა სახელმწიფო ქორეოგრაფიული სტუდია (ახლანდელი სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი), რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. 1951 წლამდე სტუდიაში მოღვაწეობდნენ გამოცდილი პედაგოგები: . დოლიძე, . ივანიშვილი . ვიხოდცევა და სხვები.      

   30-იან წლების წარმოდგენებში მთავარ როლს ასრულებდნენ მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის მოცეკვავეები. საქართველოს დამსახურებული არტისტი თავისებური სტილის ემოციური მოცეკვავე . კაზინეცი (მედორა - "კორსარი", ტაო ხოა წითელი ყაყაჩო), სომხეთის სახალხო ატისტი ტექნიკურად დახვეწილი, ეფექტური მოცეკვავე . ვოინოვა (ნერეიდების მბრძანებელი - "კუზიანი კვიცი", ეფი - "ფერენჯი", ფლერ დე ლისი - "ესმერალდა"), საქართველოს დამსახურებული არტისტი ბრწყინვალე სტილის, ძლიერი მოცეკვავე . ნადარეიშვილი (მარია - "ბახჩისარაის შადრებანი"), ნიჭიერი სოლისტები . ალექსიძე (ნერეიდების ბრძანებელი - "კუზიანი კვიცი"), . მაჩაბელი, . ბულიგინა, . ვინოგრადოვა, აღსანიშნავია სახასიათო ცეკვების ბრწყინვალე შემსრულებელთა ჯგუფი: საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, დინამიკური, სიცოცხლით სავსე . ბაუერი (ქუჩის მოცეკვავე - "დონკიხოტი", ბოშური ცეკვა – "ესმერალდა", მაზურკა - "გედის ტბა"), საქართველოს დამსახურებული . საფაროვა, .ბუშინსკაია. საბალეტო სპექტაკლებსა და ოპერებში საბალეტო სცენების წარმატებას დიდად შეუწყო ხელი გამოჩენილმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, საქართველოს სახალსო არტისტმა . ბაგრატიონმა. აღსანიშნავია აგრეთვე . გოლიშევის, . კუზნეცოვის, . ლიხაჩოვის, საქართელოს დამსახურებული არტისტის . ნონიაშვილის, . ჩიხლაძის, . ჩირაძის, . ბუგიანაშვილის, . გოროშკოს, . ივაშკინის, . ვენისის და სხვათა ქორეოგრაფიული მოღვაწეობა.

   წამყვანი მოცეკვავე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი . გვარამაძე, იგი ასრულებდა მთავარ პარტიებს ბალეტებში: ჩაიკოვსკის "გედის ტბა", გლიერის "წითელი ყაყაჩო", დელიბის "კოპელია", "შოპენიანა", აგრეთვე მთავარ საცეკვაო პარტიებს უცხოურ (გუნოს "ვალპურგის ღამე", პონკიელის "ჯოკორდა", დარგომიჟსკის "ალი"), და ქართულ ოპერებში (. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", . არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", . ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", . დოლიძის "ქეთო და კოტე", ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი" და სხვა), მონაწილეობდა თბილისის სცენაზე პირველად დადგმულ სპექტაკლებში იანოვსკის "ფერენჯი" (ინდორა, 1934), პუნის "ესმერალდა" (ესმერალდა, 1937), თაქთაქიშვილის "მალთაყვა" (ციალა, 1938), ასტაფიევის "ბახჩისარიას შადრევანი" (მარია, 1939), ბალაბჩივაძის "მთების გული" (მანიჟე, 1940).

   1941 წლიდან წართულ აბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფი, საქართველოას სახალხო არტისტი ვახტანგ ჭაბუკიანი. მან დადგა: . ბალანჩივაძის "მთაბეს გული", რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ბალეტს, "ლაურენსია", რომელიც შევიდა საქართველოს ბალეტის ისტორიაში. თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე . ჭაბუკიანმა დადგა . კილაძის "სინათლე", . თორაძის "გორდა". ამ ბალეტებში მან განავითარა ჯერ კიდევ "მთების გულში" გატარებული პრინციპი კლესიკური და ხალხური ცეკვის ელემენტების შერწყმისა. ამავე სვენაზე დადგა . თორაძის "'მშვიდობისათვის", . მაჭავარიანის "ოტელო". ამ ბალეტში . ჭაბუკიანის საშემსრულებლო ოსტატობამ ზენიტს მიაღწია. სპექტაკლი წარმატებით ჩატარდა 1958 წელს მოსკოვში. . ჭაბუკიანმა შემდეგ წლებში დადგა . ცინცაძის "დემონი", . ღლონტის "განთიადი", . გაბიჩვაძის "ჰამლეტი" და სხვა.

   აღსანიშნავია საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის ლაურიატის . წიგნაძის მოღვაწეობა. მის სახელთან განუყოფელია სპეტაკი, ჰაეროვანი, მოსიყვარულე დეზდემონას სახე ("ოტელო").

   20-იან წლებიდან დაწყებული სახასიათო ცეკვის მაღალი ოსტატობით გაითქვა სახელი საქართველოს სახალხო არტისტმა . ჭაბუკიაბმა. მისი ცეკვა გამიორჩეოდა მკაცრი, საზეიმო დიდებულებით (ცეკვები ოპერაში "კარმენი", მერსედესი - "დონ კიხოტი", ალალმე - "ორდა").

   მრავალი წლის მანძილზე ამშვენებდნენ ქართულ სცენას შესანიშნავი მოცეკვავეები: . მაღალაშვილი, . მონავარდიშვილი, . სანაძე. . მონავარდიშვილმა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თაეტრის სცენაზე წარმატებით დადგა . ბალანჩივაძის "მთების გული" (1977.). სხვა დადგმებიდან აღსანიშნავია: . ბალანჩივაძის "მწირი", . ცინცაძის "პოემა"  და "ცისფერი მთის საიდუმლოება".

   საყურადღებოა აგრეთვე . კიკალეიშვილის, როგორც ბალეტმაისტერის მოღვაწეობა. 50-იან წლების დასაწყისში, მან დადგა . გლიერის "წითელი ყაყაჩო", შემდეგ - . კვერნაძის "ქორეოგრაფიული ნოველები" და "ორფევსი".

   სხვადასხვა ხალხის საცეკვაო ფოლკლორის თავისებურ ინტერპრეტაციას გამოხატავდა ბალეტმაისტერ . დავითაშვილის ბალეტები: . მოროზოვის "ექიმი აიბოლიტი", რიმსკი-კორსაკოვის "ესპანური კაპრიჩო", რაველის "ბოლერო".

   1972 წლებიდან თბილისის საბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე . ალექსიძე. მან სახელი გაითქვა როგორც ქორეოგრაფიული მინიატურის  ოსტატმა, კამერული სტილის მხატვარმა. . ალექსიძემ თბილისის სცენაზე დადგა რამდენიმე ერთმოქმედებიანი ბალეტი ბახის, მოცარტის, კვერნაძის, ცინცაძის მუსიკაზე, აგრეთვე ბალეტები: დელიბის "კოპელია", ჩაიკოვსკის "აკნატუნა", ცინცაძის "დალი და მონადირე" (სვანური ლეგენდა), . გაბიჩვაძის "მედეა". ბოლო ორი ბალეტი თანამედროვე ბალეტის პლასტიკური ხერხებითაა გადაწყვეტილი. "დალი და მონადირე" აგებულია მოდიფიცირებული სვანური საცეკვაო ფოლკლორისა და კლასიკური ცეკვის ელემენტების შერწყმით, ხოლო "მედეა" ევრიპიდეს ნაწარმოების მოტივებზეა შექმნილი. მასში დაცულია ბერძნული ტრაგედიის პრინციპები - ადგილის, დროისა ოქმედების ერთიანობა.

   უძველესმა ქართულმა საცეკვაო ხელოვნებამ, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა  და მდიდრდებოდა, განვითარების მაღალ დონეს მიაღწია XX საუკუნის პირველ ნახევარში. ქართული ხალხური ქორეოგრაფია ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მასში ფაქიზადაა შერწყმული თვითმყოფადი ტრადიციული და ახლადშექმნილი პლასტიკური ნაწარმოებები. ქართული საცეკვაო ფოლკლორის მდიდარი პალიტრა წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზედაც აღმოცენდა ეროვნული კლასიკის საუკეთესო ნიმუშები, რომლის ერთ-ერთი მაგალითია . ანანიაშვილის მოღვაწეობა

 

Hosted by uCoz